ბინები თბილისში, რომლებიც ყველაზე ძვირად იყიდება - ზოგიერთის ფასი ნახევარ მილიონ ლარსაც აჭარბებს

ეს ბინები ამ ბოლო პერიოდში გამოიტანეს პატრონებმა მნახველის სამსჯავროზე - რადგან მათი გაყიდვა სურთ. ეს ყველაზე ძვირად შეფასებული ბინებია - ზოგიერთის ფასი ნახევარ მილიონ ლარსაც აჭარბებს. ძირითადად ისინი ახალაშენებულ კორპუსებშია და ცენტრალურ უბნებში. განსაკუთრებულად ლიდერობს ფასებითაც და რაოდენობითაც ამ რეიტინგში - ბინები ვაკესა და ვერაზე. 

ოთახების რაოდენობა უმრავლესობაში 3-ზე მეტია. ძირითადად თანამედროვე ინტერიერია, ზოგან სატრენაჟორო დარბაზსაც შეხვდებით, ზოგან კი უპირატესობა საოცარი ხედი და დახვეწილი აივნებია. 


გადავავლოთ თვალი:

ამ პერიოდში გასაყიდად გამოტანილებს შორის ყველაზე ძვირი ეს ბინაა, რომელიც ვაკეში მდებარეობს და
780 ათასი ლარი ღირს.




ეს ბინა 740 ათასი ლარი ღირს და ასევე ვაკეში მდებარეობს:



ეს ბინა კი საბურთალოზე, ბახტრიონზე მდებარეობს და მისი ფასი ასევე აჭარბებს ნახევარ მილიონს - 665 ათასი ლარი ღირს.






ეს ბინა 658 ათასი ლარი ღირს და მთაწმინდაზეა.




ოდნავ დაბალია ფასით - 657 ათასი ლარი ღირს ეს ბინა ვერაზე.


ეს კი 640 ათას ლარად შეფასებული ბინაა ვაკეში.




ასევე ვაკეშია ეს ბინა და ასევე სცდება მისი ფასი ნახევარ მილიონს - 536 ათასი ლარი ღირს.





500 ათასი ლარი ღირს ეს ბინა ვერაზე.




462 ათასად არის შეფასებული ეს ბინა ვაკეში.



ეს ბინა კი ისანში მდებარეობს და 392 ათასი ლარი ღირს.






კომენტარები

ინგა 2018-03-11 01:00
ტერასა მომეწონა ერთი ქოთანი რომ დევს ის
kako 2018-03-06 15:46
ar certi bina arvarga,ugemovneboa kvela,arcerts dizaini ar uvarga .
თბილისელი 2018-02-28 13:20
ისნის ბინა მომეწონა,დანარჩენი ბინები კიარა გაურკვეველი ოფისებია.
sofo-s 2018-02-25 00:53
bolo chamoyalibdi romeli mogecona unda giyido
sofo 2018-02-21 22:14
ბოდიში, ვაკის არა, ბახტრიონის ბინა მომწონებია :))

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები