რა ხდება სინამდვილეში ნარიყალას ძირში? - მერიის პასუხი

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ ნარიყალის ძირას სამუშაოებია გაჩაღებული, მძიმე ტექნიკის თანხლებით.  "რას აშენებენ ნარიყალას ქვეშ, იცის ვინმემ?" - ბევრს უჩნდება ეს შეკითხვა და უამრავი აღშფოთებული კომენტარიც მოჰყვა:
"რას აშენებენ და საღორეს!";"
სასტუმრო, რესტორანი, კაზინო ან ბორდელი"… 
"ცოტა ხანში დაშლიან ნარიყალას და მის ადგილას ააგებენ პირამიდას ან რამე ასეთს"...


"ყველანაირ ზღვარს გასცდნენ! სიხარბეს საზღვარი არ აქვს და არც კანონი მოქმედებს ამ ქვეყანაში!"...
"აპირებენ, რომ ნარიყალას წინ აუყუდონ შენობა, როგორც პირველ სკოლას წამოუყუდეს თავზე ის მონსტრი სახლი და მთაწმინდა
აღარ ჩანს!"...
"უკვე წარმომიდგენია რეკლამა: "სახლი თბილისის პრესტიჟულ უბანში, "ტიფლის ტაუერი", გადმოხედეთ ძველ თბილისს ზემოდან, იმიტომ, რომ თქვენ ამას იმსახურებთ! იჩქარეთ, ადგილები შეზღუდული არ არის, საჭიროების შემთხვევაში 35 და 36 სართულსაც დავადგამთ, მაგრამ მაინც იჩქარეთ. იმიტომ რომ ჩვენ ვყიდით პრესტიჟს"...

ჩვენ ამ საკითხში გასარკვევად მერიის პრესსამსახურს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ ნარიყალას ქვეშ არქეოლოგიური სამუშაოებისთვის წმენდდნენ ტერიტორიას. თუმცა ამჯერად სამუშაოები შეჩერებულია, რადგან საამისო ნებართვა არ იყო გაცემული.

ესეც ძველი და ახალი ფოტოები:


მანანა გაბრიჭიძე

კომენტარები

nino 2018-03-07 00:09
bichos...ver gaigo am da im mtavrobam rom sakartvelo tavisi kalakebiand chvenicaa,sakulas dukania tu ra aris.tviton xo tkbebian evropis xedebit chven ki esec gvekopa..gamotxrili,korpusebiani kalaki...
ira 2018-03-03 01:52
ამ უწიგნურებს ქაჯები გონიათ საზოგადოება არქეოლოგიური გათხრების ტექნოლოგიების და მეთოდების არ მცოდნე. თვითონ რომ წიგნი ხელში არ აუღიათ და არანაირ პრომიტიულ დონეზეც არ ქონიათ შეხეა რაიმე მეცნირერბის საფუძვლებთა, მარტო ბურთის კენწვლა იციან.
კახი 2018-03-01 16:38
ხომ მიეცით ხმა კალაძეს და აირჩიეთ ქალაქის მერათ ხოდა შეეგუეთ ახლა იმას რომ აწი რასაც უნდა გააკეთებს ის და მისი გუნდი ამ ქალაქში. ვაი თქვენს პატრონს უბედურს თქვე საცოდავო მონებო.
..... 2018-03-01 11:28
აშკარად დამახინჯებულია ხედი, რაღაც შენობისთვისაა მოსწორებული, მაგრად ტეხავს, შეიძლება არაფერი ააშენებინონ, მაგრამ კლდეს უკან როგორ დააბრუნებენ
კატო 2018-02-28 19:10
არქეოლოგები ექსკავატორებით თხრიან???

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები