რა უნდა იცოდეთ, რომ ოჯახის წევრმა ბინა არ გაგიყიდოთ?

ოჯახის წევრები ხშირად ერთმანეთს შორის ურთიერთობას ვერ აგვარებენ და დავა სასამართლოში ინაცვლებს. როგორც წესი, ხშირად ოჯახის უძრავი ქონება ერთ წევრზეა გაფორმებული და ცხადია, მოქალაქეთა დიდ ნაწილს ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება საერთო ქონება დაუკითხავად გაუსხვისონ. არადა უამრავი შემთხვევაა, როცა მესაკუთრე ბინას ყიდის და ოჯახის სხვა წევრებს მწარე რეალობის წინაშე ტოვებს. ასევე არაერთი შემთხვევაა, როცა დაუკითხავად ბინას იპოთეკით ტვირთავს, 30-40 პროცენტიან სესხს იღებს, მერე ვალის გასტუმრებას ვერ ახერხებს და მთელი ოჯახი საბოლოოდ ბინას კარგავს.

საჯარო რეესტრში ერთ ასეთ შემთხვევას წავაწყდი. ბიჭი ბინას
ყიდდა. თქვა, ბიძაშვილის სახელზე იყო ბებიას ბინა გაფორმებულიო. შემთხვევით გავიგეთ, რომ 30-პროცენტიანი თანხა ჰქონდა აღებული ერთ-ერთი მიკროსაფინანსოდან, თვეში 900 ლარის გადახდა უწევდა, ეს თანხა ვერ გადაიხადა, ჯარიმებზე ავიდა და რადგან ბინის დაკარგვის საფრთხის წინაშე დავდექით, სასწრაფო წესით გადაწყვიტეთ გაყიდვაო. თანაც დასძინა, ამის შესახებ ბებომ არაფერი იცისო. ბინა ისე გაყიდეს, რომ ბებიას არაფერი უთხრეს და ის მწარე რეალობის წინაშე დადგა - სიბერეში უბინაოდ დარჩა, რომელიც ცხადია, თავისი უფლებების დაცვას ვერ მოახერხებდა, რადგან კანონით ბინა ახალ მესაკუთრეს ეკუთვნის და კანონი კეთილსინდისიერი მყიდველის უფლებებს იცავს.

როგორ უნდა დაიცვათ თავი, რომ ოჯახის წევრმა ან ახლობელმა ერთ დღეს ჩუმად არ გაგიყიდოთ სახლი, რა მექანიზმი არსებობს თავის დასაცავად - ამ და სხვა საკითხებზე ადვოკატი ციცინო ცხვედიანი გვესაუბრება.

- ქალბატონო ციცინო, რა პრივილეგიით სარგებლობს ბინის მესაკუთრე?
- მესაკუთრედ ითვლება ის, ვის სახელზეც არის ქონება გაფორმებული და მას შეუძლია სხვა წევრების დაუკითხავად ბინა უპრობლემოდ გაასხვისოს. ბინაში ჩაწერილთა (რეგისტრირებულთა) თანხმობა ბინის გაყიდვას არ სჭირდება, გარდა ამისა, არის ინსტრუქცია სანოტარო მოქმედებების შესახებ, რომელშიც პირდაპირ მითითებულია, რომ ნოტარიუსს ეკრძალება საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ყადაღის ცნობის გარდა, გამყიდველს სხვა რაიმე დოკუმენტი ან ვინმეს თანხმობა მოსთხოვოს.
ხშირად ბინა ერთ პირზეა გაფორმებული და შესაძლოა, სხვა პიროვნება თანამესაკუთრე იყოს, მაგრამ ეს ოფიციალურად საჯარო რეესტრში არ იყოს აღრიცხული. ადამიანმა თავისი უფლება ხელყოფისგან უკეთ რომ დაიცვას, უნდა დაარეგისტრიროს თანასაკუთრების უფლება საჯარო რეესტრში. თანამესაკუთრეობის შემთხვევაში ნივთი ან რაიმე ქონება საკუთრების უფლებით ეკუთვნის ორ ან მეტ პირს. თანამესაკუთრეობა ხშირად წარმოიშვება პრივატიზებულ ან ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ შეძენილ ბინებზე. ასევე, როცა ადამიანი გარდაიცვლება მისი ქონების თანამესაკუთრეები მისი მეუღლე, მშობლები და შვილები ხდებიან. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები