"ვეფხისტყაოსანში" გვხვდება: "მასვე წამსვე დაიკარგა, გადაფრინდა ბანის-ბანსა". შოთა რუსთაველის ეს სიტყვები სინამდვილეს აღწერს. ხშირად გაგვიგია გამოთქმა, ძველი ქართველი მეომრები დაფრინავდნენო, მაგრამ ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ მიგვიღია", - ამბობს ეთნოგრაფი - გიორგი გიგაური. იგი დღევანდელი "სქაიდაივინგის" არქეტიპზე გვიამბობს.
- ეს ინფორმაცია ადრევე მაქვს ნანახი, მაგრამ ახლა ვიპოვე ჩემი რვეული, სადაც 1986 წელს ჩავიწერე გიორგი ლიქოკელის ძველი ჩანაწერებიდან. გიორგი ლიქოკიელი სოფელ აკუშოდან იყო.
მისი ჩანაწერების მიხედვით, ძველ მეომრებს შეეძლოთ მთიდან მთაზე გადაფრენა და კოშკიდან ან ციხიდან მსუბუქი ადამიანის "აფრონავით" დაშვება. "მტერ რომ
კოშკ-ციხეებს ისე მოადგებოდა, რომ ვერავინ გადარჩებოდა, მაშინ ბავშვებს და მოზარდებს უშვებდნენ "აფრონავით" ჯიშის და გვარის გადასარჩენად". სპეციალური დიდი ნაბადია, დამზადების მცირე ტექნოლოგიური დეტალებით. ეს ინფორმაცია არ გამოვაქვეყნე, რადგან ძალიან უცნაურად მეჩვენა. შემდეგ აღმოვაჩნე, რომ ასეთი რაღაც გურია-აჭარაშიც სცოდნიათ "მარჭიხოლის" სახელწოდებით. აღმოჩნდა, რომ ძველმა ქართველებმა იცოდნენ ფრენის საშუალებები, რაც დღევანდელ "სქაიდაივინგის" არქეტიპია.
- ანუ ადრე დაუჯერებლად გეჩვენათ...
- ხევსურეთში ანდაზების და სულ სხვა მასალების შესაგროვებლად ვიყავი ჩასული. გიორგი ლიქოკიელს ვეწვიე, რომელსაც ბევრი ჩანაწერი ჰქონდა და ბევრიც ზეპირად იცოდა. იგი დამწუხრებული ამბობდა, რომ ბევრი ჩანაწერი დაკარგული ჰქონდა. ძველ ფურცლებზე ეწერა ამ მფრინავ საშუალებაზე, რომელიც არ მომცა და რვეულში გადმოვიწერე. მტერი რომ კოშკს მოადგებოდა, მსუბუქ ადამიანს შეეძლო ნაბდით კოშკიდან გადაფრენა. დღევანდელი "სქაიდაივინგი" ჰქონდათ ძველ საქართველოში, რაც ქართველების უზარმაზარ ცოდნაზე მიუთითებს. აღწერილი იყო ნაბადი როგორ უნდა დამზადებულიყო. განაგრძეთ კითხვა

კომენტარები