ულამაზესი ადგილი საქართველოში, სადაც სამკურნალო წყლები მოედინება

ნოქალაქევი გარდა არქიტეტურული და ისტორიული ნაგებობისა თავისი ლამაზი ბუნებითაც გამორჩეულია. განსაკუთრებით ზაფხულში, როცა უამრავი ადამიანი სტუმრობს ოჯახებთან ერთად მდინარე ტეხურას გასაგრილებლად.
ნაქალაქართან ახლოს არის გოგირდოვანი წყლები, რომელიც სასარგებლოა ალერგიის, კანის დაავადებების, რევმატიზმის, სახსრების სამკურნალოდ.
იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც ყოფილა ნოქალაქევში და ისევ არ გასჩენია უკან დაბრუნების სურვილი. სწორედ ამიტომაც არის, რომ ძველი ნაქალაქარი ზაფხულობით უამრავ დამსვენებელს უწევს მასპინძლობას.

ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც დას. საქართველოში, ქ. სენაკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 კმ-ში მდებარეობს. ნაქალაქარი განლაგებული მდ.
ტეხურის მარცხენა სანაპიროზე. მდინარე ქალაქს სამი მხრიდან შემოსაზღვრავს. გასული საუკუნეების ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით, სწორედ დღევანდელი ნოქალაქევის ადგილას მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც იაზონმა, მედეამ და არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს. 
XI ს-ის ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის მიხედვით ძვ. წ. III საუკუნეში ქართლის (იბერიის) ლეგენდარულ მეფე ფარნავაზს ვინმე ქუჯისთვის მიუცია ეგრისის და სვანეთის ერისთავობა, სწორედ ამ ქუჯის დღევანდელი ნოქალაქევის ადგილას აუშენებია ციხე-გოჯი ("ქუჯის ციხე").
ახ. წ. IV ს-ში ნოქალაქევში შენდება ციხე-ქალაქი, რომელიც მალე ლაზეთის (ლაზიკა) სამეფოს ანუ მთელი დას. საქართველოს დედაქალაქი ხდება. ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სასახლეები, ქრისტიანული ტაძრები, აბანოები, წყალსაცავი, გვირაბი და სხვა სახის სამეურნეო თუ საფორტიფიკაციო ნაგებობები. განსაკუთრებით მაღალი არქიტექტურული დონით არის ნაშენები ქალაქის მდინარესთან დამაკავშირებელი გვირაბი, რომელიც გარდა წყლის მომარაგებისა, ქალაქის ერთ-ერთი (სამდინარო) ჭიშკრის ფუნქციასაც ასრულებდა. საგანგებო აღნიშვნის ღირსია ნოქალაქევის ძლიერი საფორტიფიკაციო სისტემა, რომელსაც ანალოგი მთელი კავკასიაში არსად მოეძებნება; ქალაქს სამი მხრიდან მდინარე და ციცაბო კლდეები იცავდა, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილში აღმართული იყო ერთდროულად სამი გალავანი, ამასთან კოშკების და ჭიშკრების გონივრული განლაგება ქალაქის აღებას მეტად ართულებდა.

ქართულ წერილობით წყაროებში დაცულია ინფორმაცია ნოქალაქევის განადგურების შესახებ. VIII საუკუნის 30-იან წლებში არაბმა სარდალმა მურვან იბნმუჰამედმა ("მურვან ყრუმ") მას შემდეგ რაც დაიპყრო ქართლი და სომხეთი, ეგრისში გადავიდა და "ციხე იგი სამზღუდე, რომელ არს ციხეგოჯი, შემუსრა.
XVI-XVIII ს.ს-ში ნოქალაქევი სამეგრელოს მთავრთა ერთ-ერთი შტოს რეზიდენციაა. XVIII ს-ის ისტორიკოსის ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით იმ პერიოდში ნოქალაქევში იყო ციხე და დადიანების სასახლე, ამას გამოვლენილი არქეოლოგიური მასალაც ადასტურებს. ნაქალაქარის ტერიტორიაზე ნაპოვნია XVI-XVIII ს.ს-ის მცირე ზომის სასახლე და ასევე გამოვლენილია ძველ გალავნებზე და კოშკებზე შედარებით ახალი სამშენებლო ფენებიც.
ქალაქის ქვედა ნაწილში აღმოჩენილია სამი ეკლესიის ნაშთები, მათგან ერთერთი დღესაც დგას.
ნოქალაქევში აღმოჩენილია ასევე ორი აბანო. ერთი მათგანი განკუთვნილი იყო მეფე-დიდებულთათვის, ხოლო მეორე მოქალაქეებისა და გარნიზონისათვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აბანოები მუშაობს ცენტრალური გათბობის სისტემაზე.

ამჟამად, ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნის ისტორიულ ძეგლს, ნოქალაქევის მუზეუმსა და ნაკრძალს ახლა რეკონსტრუქცია უტარდება, რომელიც 2020 წელს დასრულდება. მთლიანობაში, მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის 14 მილიონი ლარი დაიხარჯება.
რუსკა კილასონია

კომენტარები

მაია 2020-08-19 13:50
როგორც ვიცი აიაში მდინარე ფაზისიტ ავუდნენ.ამიტომ მოიაზრება რომ აია იგივე კუტაია იგივე ქუთაისი.არამგონია ტეხურას გემი აჰყოლოდა
ნინო 2018-08-20 16:10
ტორნდო-შე სომეხ არის?
ტორნადო 2018-08-17 10:59
ქუჯი ვინმე კი არა კოლხეთის მეფე იყო, ხოლო ლეონტი მროველი ქართველი კი არა სომეხი იყო.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigationJump to search
ქუჯი — კოლხეთის მეფე (ერისთავი) დაახლოებით ძვ. წ. 325-ძვ. წ. 280 წლებში. ქართლის მეფის, ფარნავაზის მოკავშირე და თანამებრძოლი. რომაელი სარდლის, აზოს წინააღმდეგ ომში ფარნავაზმა დახმარება ქუჯის სთხოვა. ეგრისის მმართველმა მისი წინადადება მიიღო და ქართლის მეფეს შეუერთდა. ფარნავაზი დედასთან და დებთან ერთად ეგრისში გადავიდა. ქუჯიმ ქართული სახელმწიფოს გაერთიანებისათვის დაწყებულ ბრძოლაში პირველობა ფარნავაზს დაუთმო.
zura 2018-07-25 21:35
kargi mimarTuleba dasaTvaliereblad

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები