როგორ მიჰყიდა სვანმა გერმანელ ქალს კოშკი "მკლავზე გადაგორების" სანაცვლოდ

ამ პატარა სახალისო ამბავს ჟურნალისტი მარი ჯაფარიძე იხსენებს:

დიდი ხნის წინ, კომუნისტების ხელმწიფობის პერიოდში სვანეთში გერმანელი ქალბატონი ჩავიდა...
არ გაგიკვირდეთ, ტურიზმი აქეთ ვითარდება ახლა, თორემ სვანეთში სულ იყვნენ ტურისტები.
ეს ქალი ერთი სვანის ოჯახში დავანდა და როგორც ქართველთა, სვანთა, ოვსთა, მეგრელთა და სხვათა წესია, გადაყვნენ მეზობლები თან...
აბა კუბდარიო, რძეო, ყველიო...
გადაპატიჟება-გადმოპატიჟება მიდის...
სტუმარი აღფრთოვანებულია ხალხით, ბუნებით, სიძველეებზე რჩება თვალი განსაკუთრებით...
ამას კიდე ერთმა ახალგაზრდა სვანმა დაადგა თვალი, რომელიც ზაფხულში მშობლებთან იყო ჩასული და დაასეირნებს ამ ქალს, რით ასიამოვნოს, არ იცის, ოღონდ საწადელს მიაღწიოს და ჩაიგოროს ეს
ლემენცი ლოგინში და სამამულო ომიდან დაუბრუნებელი ბაბუამისის ჯავრი იყაროს...
ეს ქალი არა და არ თანხმდება...
ადგა ეს სვანი და თავის ეზოში მდგარ საგვარეულო კოშკზე უთხრა, - ამას გაჩუქებ, თუ მკლავზე გამიგორდებიო.
გადაირია ეს ქალი, მოუნდა კოშკი, იცოდა მისი ფასი...
და ქე შეცდა იქვე, „თავის“ კოშკში, სუმბუქად რომ ვთქვა...
მოკლედ, იმის მერე იქ ეძინა, არ სცილდებოდა, წასვლის წინადღეს უთხრა ამ სვანს, რამე საბუთი მომეცი, რომ მაჩუქეო.
ამანაც დაუწერა ქაღალდის ნაგლეჯზე, ვჩუქნიო.
გააცილა სტუმარი და თვითონაც თბილისის გზას დაადგა..
წავიდა ლემენცი და ერთ თვეში უკან დაბრუნდა ნათესავ-მეგობრებ-მეცნიერებიანად...
- ეს ჩემი კოშკია და ახლა გამოკვლევები უნდა ჩავატაროთო, გამოაცხადა.
შეშფოთდნენ სვანები, - რას ჰქვია შენია, ეს საგვარეულო კოშკია და შენი როგორაა, გამოკვლევებული ხო არა ხარ შენაო.
აქეთ გერმანელი იჩემებდა, იქით სვანები ხანჯლებს ლესავდნენ.
საბოლოოდ გაირკვა ყველაფერი და კი წავიდა ეს ქალი უკან, გულდაწყვეტილი, შერცხვენილი და მიბურჯგნილი, სუმბუქად რომ ვთქვა.
ის კოშკის გამჩუქებელი კიდე, წლები ვერ ჩადიოდა სახლში. მოსაკლავად დასდევდნენ სვანები.
პ.ს. ხვალ მოგიყვებით, როგორ თესავენ სვანები მაკარონს

კომენტარები

david 2018-09-03 22:51
დღეს რომ ყველა საქართველოს შვილები ვართ საკამათო არ არის, მაგრამ სვანეთი და სამეგრელო, როგორც სახელმწიფო, ასრებობდნენ მანამ, სანამ აღმოსავლეთ საქართველოში ქართლის სამეფო ჩამოყალიბდებოდა. ამიტომაც აქვთ სვანებს და მეგრელებს ენა, რომელზეც უფრო ადრე მეტყველებდნენ ვიდრე ქართულს ისწავლიდნენ. ახსოვთ ეს, ამაყობენ თავიანთი უფრო ძველი წარსულით. ამას ვერ წაშლი და არც არის წასაშლელი. ამიტომ არ არის საჭირო მისევა და ლანძღვა მათი. დღეს ყველა ქართველები ვართ, მაგრამ ოდესღაც ასე არ იყო და ამაში ტრაგედია არ არის არაფერი.
CHEROELI 2018-08-21 20:34
არ უნდა ამ ხალხს ქართველობა და რას აძალებთ თუ იცი.სახვეწარი სადაა ბიძიკო
დავითი 2018-08-20 14:16
მაგ სვანს დედა ეყოლებოდა მეგრელი.
ნანა წოწორია 2018-08-17 18:23
სვანი მეგრელი ქართლელი აჭარელი ლაზი ტაოხი... არის ქართველი და ოვსი არის ირანული ტომის წარმომადგენელი ინდოევროპული მოდგმის და ჩრდილო კავკასიაში 2 000 წლის წინ შემოთრეული ჩრდილოეთის სტეპეპიდან . ხუმარავ . დაუკვირდიტ რას სწერთ . სკან გოლუ აფირო .
123 2018-08-17 16:04
"როგორც ქართველთა, სვანთა, ოვსთა, მეგრელთა და სხვათა წესია" - რა საყვარლობაა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები