მზიკო კალანდაძე დეკორატორი, ფლორისტია. არ უყვარს კუთხე, რომელიც ცარიელია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღეს ის ყვავილებით, ბალახით, ხის ტოტებით და ხილით „ხატავს“. თუ ერთ ჩვეულებრივ დღეს გადაწყვეტ, სახლში, მთაში, ტყეში, მდინარის პარას მოიწყო დაუვიწყარი დღესასწაული ლამაზი ყვავილების, ხილის ან მცენარეების დეკორაციით, მზიკო მოვა შენთან და შენი დღესასწაული გახდება უფრო ფერადი, ლამაზი და ჯადოსნური. როგორია მზიკოს იდეები, რა ადგილებში იხდიან დღეს წყვილები ქორწილს, სად აწყობენ ფოტოსესიებს და რა სტილი მოსწონთ ყველაზე მეტად, ამაზე მზიკო მოგვიყვება.
მზიკო კალანდაძე (ნათია მახათაძის ფოტო)
- ახლა, როცა ვცდილობ
რამე მოგიყვე ჩემზე, გია ყანჩელს ვუსმენ... და ვფიქრობ, რომ ჩემზე ლაპარაკი არ გამომივა. სჯობს ჩემზე სხვებმა ილაპარაკონ, მაგალითად კომენტარებში.
ჩემი ჰობი?! არი ის, რაც მიყვარს და ჩემს სახედ და საქმედ იქცა. ეს არის ის, რის გამოც შემიძლია არ მეძინოს ღამეები, არ დავიღალო და არ მომბეზრდეს. აი, სავსე, რომ ხარ მაშინაც, როცა ენერგია გამოგეცალა, ეგაა სიყვარული.
Jane iskra-ს ფოტო
ეს ამბავი, რასაც ჩემი საქმე ჰქვია, არ მიძებნია. ყველა საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდი გამომადგა, რადგან ყველაფერი მიყვარდა რასაც ვაკეთებდი.. ესეც თავისთავად მოვიდა და რომ მიხვდა მიყვარს, დარჩა. და აი, ვიზრდებით მე და ეს ჩემი საქმე ერთად. ეს ის საქმეა, რაც სულ უნდა აკეთო, რომ მიხვდე, ხვალინდელი შენი კადრი უკეთესია. იცი როგორ არის? ეს საქმე გთხოვს, ხვალ რაიმე ახალი მოიგონო, ხოდა შენც იგონებ.
- როგორია მზიკოს ფიქრები, იდეები, სურვილები? როგორ იბადება და მოდის სისრულეში ეს იდეები?
- ჩემი ფიქრები მე მგავს. გამჭირვალეა და ფერადი... იდეები ხანდახან გიჟურია - რადგან ისინიც მე მგვანან. ყველა ბრჭყვიალას, რაც თვალებში მენთება ერთდროულად ვერ ვაქცევ ამბად, მაგრამ ნელ-ნელა ეგ დღეც მოვა. ხანდახან ის, რაც წარმოუდგენლად გეჩვენებათ წარმოუდგენელი სულაც არ არის. სწორედ ეგ მიყვარს. თუ გჯერა, რომ გამოგივა -რა თქმა უნდა გამოგივა.
- რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, ესა თუ ის დღესასწაული ვაქციოთ დაუვიწყარ მოგონებად?
- თუ გავაცნობიერებთ, რომ მთელი ჩვენი ყოველდღიურობა არის სასწაულის ნაწილი, მაშინ იმ ემოციური დღის დადგომას უფრო სათანადოდ შეხვდები. ჩვეულებრივი დღეები არ არსებობს და ეს კი უფრო მეტად ბრჭყვიალა დღეა და ეს, ამ ორი ადამიანისთვის განსაკუთრებული უნდა იყოს. ძალიან ბევრი უცხოელი წყვილი წლებით ადრე ემზადებიან ამ დღისთვის, მათი განწყობა ისეთი საოცარია, ისეთი ბედნიერები არიან... მერე რა, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელი ახალი სულაც არ არის, მთავარია კომფორტული იყოს. მერე რა, რომ წვიმს, ან მერე რა, რომ ქარია... აი მერე რა, როცა გახარებს, რომ საქართველოში ხარ ამ დღის აღსანიშნად. ყველაფერი საჩუქარია. ეს განწყობა ისეთი გადამდებია, შენც ბევრად მეტი გინდა გააკეთო. შექმნა მეტი სილამაზე. ამ დღეს ყველა ღიმილი არის საოცარი და ნამდვილი. მე მინახავს წყვილები, რომლებსაც უტირიათ ემოციებისგან. აი, ესააა რაზეც იმდენი ძალა გაქვს, იმდენი ხარ... ეს ისეთი მაგარია აი, არ ვიცი რას შევადარო. ეს ემოცია არ გავს სხვას.
იოსებ მამნიაშვილის ფოტო
თუმცა არიან ისეთები, რომლებიც გეუბნებიან- „რავი სულერთია რამე გააკეთე“, „სიმბოლურად რამე ყვავილი, რომ იყოს“, „ბოლო ფასი რა არი?“... როგორ გული მწყდება ამ დროს ვერ აგიხსნით. მინდა, რომ თვალებო გიბრჭყვიალებდეს, მინდა, რომ ეს მნიშვნელოვანი იყოს. მინდა პულსი გიჩქარდებოდეს. პარალელების გავლება არ მიყვარს, მაგრამ მინდა ჩვენთანაც ის იყოს მნიშვნელოვანი, რაც ჯერჯერობით ბოლოს ახსენდებათ.
„რავი რამე ყვავილი რა“, „რამე ჩამიდე რა ლარნაკში“, აი, ამას როცა მეუბნები შენთვის მნიშვნელოვან დღეს, მეც ვეღარ ვარ ანთებული. მე როგორ ვიფიქრო შენზე, როცა ეს შენთვის საფიქრალიც კი არაა.
- როგორ ახერხებთ სრულიად უცხო ადამიანების გაბედნიერებას?
- ადამიანები, ვისთვისაც ბედნიერი დღეები მნიშვნელოვანია - ის ადამიანები ჩემთვის უცხო ადამიანები არ არიან, ამიტომ არ მიჭირს მათი გაბედნიერება. პირიქით, მეც ვბედნიერდები მათთან ერთად.
- დიზაინის შექმნის დროს რა პრიორიტეტები გაქვთ? რა ყვავილებს, რა ფერებს, სტილს, დიზაინს ანიჭებთ უპირატესობა?
- ადრეც მკითხეს მსგავსი რამ. ზოგადად ყველა დეტალს იმათთან ვათანხმებ, ვისთვისაც ვქმნი. მე პირადად ბუნებრივი მასალა მიყვარს, სხვადასხვა ფორმა, ფერი, ფაქტურა. ის, რაც არ მიყვარს, შეღებილი ყვავილია.
იოსებ მამნიაშვილის ფოტო
სტილი ადამიანს ჰგავს. შენი ქორწილი, შენი თაიგული შენ გგავს. ძალიან ბევრ კითხვას ვუსვამ ხოლმე გოგოებს. ისიც კი მაინტერესებს, რა მუსიკას უსმენენ, რა აცვიათ, რა ფერი უყვართ, რა ადგილები უფრო მოსწონთ. ტყე უყვართ თუ მთა. მერე მათ სურვილებზე ეწყობა მათივე დღე. არაა საჭირო შენი დღე გავდეს შენი თანამშრომლისას, მეზობლისას. მე ვერ ვაკოპირებ, არ მინდა... მირჩევნია, რომ შენმა ფოტოებმა ამ დღიდან სხვებსაც მოანდომოს ქორწილი და ფოტოსესია.
Vazhak-ის ფოტო
ძალიან მნიშვნელოვანია, სად გაქვს ქორწილი, ხელის მოწერის ადგილი და ფოტოსესია. ეს ადგილები სტილუსტურად და კომპოზიციურადაც უნდა ერწყმოდეს და უხამდებოდეს იმას, რის გაკეთებაც გვინდა. ლოკაციის არჩევა ერთერთი მნიშვნელოვანი პუნქტია.
- ყველაზე ხშირად სად აღნიშნავენ დღესასწაულებს, როგორი გარემო და სტილი მოსწონთ დღეს ახალგაზრდებს?
- მას მერე, რაც მოვიარე საქართველო ვთვლი, რომ მთა ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია გადაღებებისთვის. მინდა, რომ „Love story” გადაღებები ჩვენთანაც დამკვიდრდეს, როდესაც წყვილი ფოტოგრაფთან ერთად მარტო მიდის გადასაღებად. მიდიან და ემოციას მხოლოდ ერთმანეთს უზიარებენ. მიდიხარ ზღაპრულ ადგილებში, მხოლოდ ბუნებრივი ყვავილები, სასწაული გარემო, შენ, ის და მერე გასაოცარი კადრები. ეს კადრები სულ სიყვარულია. აი, მინდა, რომ შემდეგ ყველა კადრი დავბეჭდო.
საქართველოში ძალიან ბევრი საინტერესო ადგილია. მახსოვს წყალტუბო, ქუთაისში ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები, მიყვარს ყაზბეგი, გუდაური, მოკლედ მიყვარს რასაც ვაკეთებ. ისიც მიყვარს, როცა მირეკავენ მზიიიკ მასალები მოგიტანეთო. ისიც მიყვარს, როცა არ უნდა გამოვიდეს და გამომდის. რასაც შარშან ვაკეთებდი წელს, რომ კიდევ მეტი შემიძლია, ეგ ემოციაც მიყვარს. მე საერთოდ ნაბიჯები მიყვარს, სირბილს მირჩევნია. ნაბიჯებიანი გზა უფრო საინტერესოდ გასახსენებელი და მოსაყოლია, ვიდრე ის გზა, რაც ირბინე.
- მხოლოდ ბუნებრივ ყვავილებს იყენებთ?
- როგორც გითხარით, ბუნებრივი მასალა მიყვარს. თუმცა ხანდახან არის შემთხვევა, რომ სხვა ქვეყენაში მიაქვთ დეკორაცია, ამიტომ ვიყენებ ხელოვნურს. კარგი ხელოვნური მასალა ძალიან ძვირია, მაგრამ ამად ღირს. ერთი მაღაზია ვიცი თბილისში, ისეთი ხელოვნური ყვავილები აქვთ, ხელითაც რომ ეხები, შეიძლება ბუნებრივისგან ვერ გაარჩიო.
- რამდენად მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომია საქართველოში ყვავილების, ასევე სხვადასხვა სადღესასწაულო დეკორაციების არჩევანი?
- ბუნებრივი მასალის და იმ დეკორაციის შერჩევა, რაც გინდა, რომ ერთმანეთს შეუხამო, არაა ადვილი. მოკლედ, თუ ჰოლანდიელებს შეუკვეთე ნერვიულობ, არ იცი როგორი ჩამოვა. აქ თუ იქნება, როგორი იქნება ისიც საკითხავია. ჩვენ ის არჩევანი არ გვაქვს, რასაც როგორც წესი ფოტოებით გვიგზავნიან და გვთხოვენ. მოკლედ, ადრე ცოტა უცნაურად მიყურებდნენ. ახლა უკვე ჩემი მეყვავილეები მირეკავენ, როცა ტყეში რაიმე საინტერესოს გადაწყდებიან. ახლა უკვე ის, რაც შენ არ გამოგადგება გამოვიყენებ მე. მაგალითად, ხის თხელი ტოტები, რომლებსაც მომწვანო მოლურჯო ობი უჩნდება ნესტიან ადგილებში და ვიღაცა ზედაც არ შეხედავს, მე გამოვიყენებ. მოკლედ ბუნება ნომერ პირველი მხატვარია. მთავარია დაინახო, ველის ყვავილებს შეხედო. ერთმანეთის გვერდიგვერდ ისე ხარობს, რომ მიფიქრია აი, ესაა კომპოზიცია, ესაა ფერის შერწყმა. უნდა დაინახო აიღო და არ შეცვალო... და მერე გამოდის ის, რაც გამახსოვრდება.
იოსებ მამნიაშვილის ფოტო
დღესასწაულის ორგანიზებას მიკვეთავენ ადამიანები, ვისაც ჩემი სჯერათ. არიან ისეთებიც, ვინც არ იციან რა ფერს და რა მასალას გამოვიყენებ. მთელ ამ ამბავში კი მთავარი რგოლია ადამიანი კამერით. მე ვეკითხები, ვინ არიან ფოტოგრაფები. მათთან და ვიზაჟისტთან შეთანხმებით სუპერ კადრები გამოდის. არკვევ კაბა როგორია, როგორი თაიგული მოუხდება, სად მიდიან გადასაღებად, თმები როგორ აქვს, მაკიაჟი როგორია, რომ აქცენტები იყოს სწორად გადაბმული, და გოგონა დარჩეს მთავარ როლში. ერთი სიტყვით, ფოტოგრაფი არის მთავარი რგოლი. თუ ისინიც ესთეტები არიან და არ კარგავენ ბუნებრივ ფერებს, საოცრება გამოდის... ამიტომ მე მჭიდროდ ვთანამშრომლობ მათთან. მერე ერთად გვიხარია ყველას, რომ ის გამოვიდა, რაც გვინდოდა. ეს ჩემთვის კომერციული საქმიანობა არა არის. აი, შეკვეთა ავიღე, გავაკეთე და დამთავრდა. მე ამინდზეც ვღელავ, რომ ძალიან მწველი მზე არ იყოს და ფერები არ გადაიწვას, მოკლედ ბოლომდე ჩართული ვარ ამ პროცესში.
- უცხოელი დამკვეთები თუ გყავთ?
- უცხოელები საკმაოდ ხშირად მომმართავენ. მათ გადაღებები ძირითადად მთაში აქვთ.
მე მიყვარს ფერები, ადამიანები და თუ მათი მნიშვნელოვანი დღის ნაწილი ვარ, ძალიან ვინდომებ, რომ ის გავაკეთო, რაზეც მერე შვილიშვილებს მოუყვებიან.
მერი ბლიაძე

კომენტარები