როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე 2019 წლისთვის - ტრენდები და იდეები

სულ ცოტაც და ახალი წელი კარზე მოგვიკაკუნებს. ახალი წელი კი ნაძვის ხის გარეშე წარმოუდგენელია. საინტერესოა, რა ფერებში უნდა იყოს მორთული ჩვენი ნაძვის ხე 2019 წლისთვის?

2019 წლის ნაძვის ხის ფერები
ღორს ფუფუნება, სილამაზე უყვარს, ამიტომ სასურველია ნაძვის ხე მდიდრულად იყოს მორთული. მთავარი ფერი ყვითელია, ეს ხომ 2019 წლის სიმბოლური ფერია. ასევე აქტუალურია ყავისფერი და მწვანე.


ნაძვის ხის დეკორის 7 იდეა
არ არსებობს ერთი კონკრეტული იდეა, თუ როგორ უნდა მოირთოს ნაზვის ხე. ყველაფერი გემოვნებაზეა დამოკიდებული. თუმცა არსებობს ნაძვის ხის მორთვის რამდენიმე
ტენდენცია, რომელთა გათვალისწინებასაც გირჩევთ.

კლასიკური სტილი

1-2 ფერის მრგვალი ბურთები მოდიდან არასდროს გადავა. ღორის წელში ეს ბურთები სასურველია იყოს ოქროსფერი, მწვანე, ყავისფერი და ყვითელი. ოქროსფერი ნაძვის ხის მოსართავად აქტუალობას მრავალი წელია არ კარგავს. ეს ფერი ნებისმიერ ინტერიერში ძალიან კარგად გამოიყურება.

რეტრო სტილი

რეტროს სტილის მოყვარულებს ვურჩევთ მოიმარაგონ მანდარინი, ფორთოხალი და ლამაზ-ლამაზი კანფეტები. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი ხელით დამზადებული აქსესუარები.

საკუთარი ხელით

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღორს უყვას ფიფინება და სიმდიდრე, ამიტომაც ამ წელს აქტუალური იქნება ყველაფერი ლამაზი, მბზინავი, მბრწყინავი, რაც საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ დაამზადოთ სხვადასხვანაირი თვლებითა და მძივებით.

ეკო სტილი

2019 წელს აქტუალური იქნება ნაძვის ხის ეკო სტილში მორთვა, ანუ ბუნებრივი მასალების გამოყენება. ბუნებრივ მასალაში იგულისხმება ხის ბურთები, ჩირი, გირჩები და ა.შ.

ქანთრი სტილი
ამ შემთხვევაშიც ნაძვის ხის სათამაშოები ხელით არის დამზადებული, მაგალითად ნაჭრის ბურთები, უპირატესობა ენიჭება ნაქსოვ მასალას.

ცისარტყელას დეკორი

ბურთები იარუსებად იკიდება ცისარტყელას ფერებში. ეს ძალიან ლამაზი სანახავია.

პომპონები
შუშის ბურთების პომპონებით ჩანაცვლება უკანასკნელი ტრენდია. საზეიმო განწყობის შესაქმნელად ბავშვებიც დაიხმარეთ.

როგორ უნდა დაიდგას ნაძვის ხე ფენშუის მიხედვით

ფენ შუის მიხედვით ნაძვის ხის მთავარი დანიშნულება ოჯახში ბედნიერებისა და სიხარულის მოტანაა.
პატარა ოთახში ძალიან დიდი ზომის ნაძვის ხის დადგმას არ გირჩევთ. საზეიმო განწყობის შესაქმნელად პატარა ზომის ნაძვის ხე კუთხეში ან მაგიდაზე საკმარისია.
თუ ოთახი დიდია, ნაძვის ხემ ამ ოთახში მთავარი ადგილი უნდა დაიკავოს. ოთახის ცენტრი საამისოდ ყველაზე კარგი ადგილია, აქ ხომ დადებითი ენერგია კონცენტრირდება.

განსაკუთრებით კარგი იქნება, თუ ნაძვის ხეს ოთახის დასავლეთ ნაწილში მოათავსებთ.
აღმოსავლეთ ნაწილში მოთავსებული ნაძვის ხე კი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე აისახება დადებითად. ოჯახში ბედნიერების მოსაზიდად კი ნაძვის ხეზე სიმბოლური ბუდის დაკიდებას გირჩევთ.
ეცადეთ, რომ ნაძვის ხის მორთვაში მთელმა ოჯახმა მიიღის მონანაწილეობა, ეს საზეიმო განწყობას კიდევ უფრო გაამძაფრებს და უფრო მეტად გაგახალისებთ და გაგაბედნიერებთ.

რატომ უნდა შევიკავოთ თავი ნაძვის ხეზე ანგელოზის ფიგურის დაკიდებისგან

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები