ფენშუის 9 აკრძალვა - რა არ უნდა გააკეთოს სახლში ზრდასრულმა ქალმა

ცხოვრების დიდ ნაწილს ადამიანები სახლში ატარებენ - ძინავთ, ისვენებდნ, უმასპინძლდებიან სტუმრებს. სახლი ადამიანის სულის ანარეკლია. სახლის ენერგეტიკა თითოეული ჩვენგანის ხასიათზე აისახება.

იმისათვის, რომ თქვენს გულებში შემოიჭრას სითბო, სიყვარული და წარმატება, აუცილებელია სახლის ნეგატიური ენერგეტიკისგან გაწმენდა.
ძველი აღმოსავლური სწავლების, კერძოდ კი ფენშუის მიხედვით, არსებობს რიგი ნივთებისა, რომელსაც მოაქვს ნეგატივი და რომელთაგან აუცილებლად უნდა გათავისუფლდეთ.

როგორ განვწმინდოთ სახლი

1. საჩუქრები
თუ სახლში გაქვთ თქვენთვის არასასურველი ადამიანის მიერ ნაჩუქარი ნივთი ან ნივთები, სასწრაფოდ მოიშორეთ თავიდან, ის მხოლოდ ნეგატიურ ენერგეტიკას შეგმატებთ.


2. გაფუჭებული ელექტროსაქონელი
ბიოენერგეტიკის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ნეგატივი ტექნიკიდან გადადის. სანამ ტელევიზორი, კომპიუტერი, ტელეფონი და მტვერსასრუტი მუშაობს, თქვენ არაფერი გემუქრებათ, მაგრამ საკმარისია რომელიმე მათაგნი მწყობრიდან გამოვიდეს, ან ვერ ელევით ძველ, გატეხილ მონიტორს,  მზად იყავით ნეგატიური ენერგეტიკის შემოტევისთვის.

3. გაზეთები და ჟურნალები
ნუ დატოვებთ სახლში ძველ ჟურნალ-გაზეთებსა და სხვების საოჯახო არქივს. ისი ნეგატიური, სხვა ადამიანების ენერგეტიკის მატარებელის და ეს ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.


4. საავადმყოფოს ტანსაცმელი
თუ საავადმყოფოში მოგიწიათ ყოფნა, არავითარ შემთხვევაში წამოიღოთ თან ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც იქ გამოიყენეთ. ყველა ეს ნივთი გაჟღენთილია ტკივილებითა და ავადმყოფობით.

5. გარდაცვლილი ადამიანის ნივთები
საყვარელი, გარდაცვლილი ადამიანის ნივთებთან განშორება მართლაც ძალიან ძნელია, თუმცა სპეციალისტები ერთხმად ამტკიცებენ, რომ გარდაცვლილი ადამიანის ნივთებს უსიამოვნებების გარდა არაფერი მოაქვს.

6. ძველი ნივთები, რომელიც სახლის დასალაგებლად არის განკუთვნილი
თუ არ გემეტებათ გატეხილი იატაკის ჯოხის, ჯაგრისის და ტაშტის გადაგდება, შედეგი საკუთარ თავს დააბრალეთ. დაგვიჯერეთ, მოიშორეთ ისინი თავიდან და დაიწყეთ ცხოვრების ახალი ეტაპი. ეს ნივთები დამღუპველად აისახება ადამიანის ენერგეტიკაზე.

7. გაფუჭებული ჭურჭელი
ჭურჭელი ოჯახის სიმბოლოა, თუ რომელიმე ჭიქას ან თეფშს ბზარი გაუჩნდა, ნუ დაგენანებათ, თამამად მოიშორეთ თავიდან. აღმოსავლური ანდაზის მიხედვით, გაბზარული ჭურჭელი გაბზარული ბედია.

8. ცხოველების ფიტულები
ირმის რქები, ტყავი და სხვა ნივთები, რომელიც ხშირად ინახება ხოლმე ნადირობის მოყვარული ადამიანის სახლში, კარგის მომტანი ნამდვილად არ არის. გირჩვეთ ასეთი ნივთების შეგროვებისგან თავი შეიკავოთ.

9. ხელოვნური ყვავილები
ის არა მარტო მტვრის ბუდეა, არამედ ძალიან სწრაფად ისრუტავს უარყოფით ენერგიას. ასეთი ყვავილები სახლის ატმოსფეროს თრგუნავს და აუტანელს ხდის. თუ გსურთ ბედნიერება და ჯანმრთელობა, უარი თქვით ასეთ ხელოვნურ ნივთებზე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები