"პანტანასა" ყოველთა დედოფალი, ცნობილია როგორც ონკოლოგიურად დაავადებულთა შემწე. ყოფილა არაერთი შემთხვევა, როცა პანტანასას ხატზე ლოცვით ავთვისებიანი სიმსივნისგან განკურნებულან... ღვთისშმობლის (პანტანასას) მომინანქრებული ხატი ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში დაიწერა ავჭალის წმინდა ქეთევანის სახელობის ტაძრისთვის. ხატი მისთვის განკუთვნილი ღამისთევის ლოცვების თანხლებით იწერებოდა. უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის, აგრეთვე - ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ გიორგი რაზმაძის ლოცვა-კურთხევით ზაჰესში, მთის წვერზე, რამდენიმე წელია აშენდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ყოველთა დედოფლის - პანტანასას სახელობის დე
დათა მონასტერი. მას შემდეგ ხატი ამ მონასტერშია დაბრძანებული და ყოველდღე, დღის ორ საათზე, წინამძღვარი, მამა გიორგი შეჭირვებულთათვის ჯანმრთელობის პარაკლისს იხდის.
მსგავსი სიახლეები
უძრავი ქონება
კომენტარები