ყველამ კარგად ვიცით, რომ გარდასახვა სიტუაციის აღსაქმელად ყველაზე კარგი საშუალებაა. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც უნდა ამ თუ იმ ეპოქის ნაწილად იქცეს?
ამაზე პასუხს ის წყვილი გაგვცემს, რომელიც უკვე 10 წელია ვიქტორიანული ეპოქის შესაბამისად ცხოვრობს.
ამერიკელმა წყვილმა, გაბრიელმა და სარამ სასიამოვნო სასარგებლოს შეუხამეს და საკუთარი კვლევა და ისტორიის შესწავლა უფრო საინტერესო პროცესად აქციეს.
წყვილმა ერთმანეთი ვაშინგტონის ერთ-ერთ უნივერსიტეტში გაიცნო. მათ საერთო ინტერესები და გატაცებები აღმოაჩნდათ, რაც ენისა და კულტურისადმი ინტერესით იყო განპირობებული. მალევე დაოჯახდნენ. მათი მთავარი მიზანი ვიქტორიანული ეპოქის სიღრმისეულად შესწავლა იყო. დაქორწინების შემდეგ კი მიხვდნენ, რომ რეალობაზე მეტად მე-19 საუკუნის ეპოქაში უნდოდათ ცხოვრება და პირველ რიგში რაც გააკეთეს, შეიძინეს 1888 წელს აშენებული ძველისძველი სახლი პორტ ტაუნსენდში. ამის შემდეგ დაიწყო ის, რაც დაიწყო.
წყვილმა უარი თქვა ყოველგვარ თანამედროვე ტექნიკაზე, მაცივარსა და სარეცხის მანქანაზეც კი. დიოდური ნათურებიც კი შეცვალეს ჩვეულებრივი ელექტრონათურებით, რომელიც თავის დროზე ედისონმა გამოიგონა.
გასათბობად ისინი ნავთს იყენებენ. ასევე აქვთ შეშის ღუმელი, რომელზეც საჭმელს ამზადებენ. პურსაც თავად აცხობენ.
სადილსა და ვახშამსაც იმდროინდელი კულინარიული წიგნის მიხედვით ამზადებენ. მაცივრის მაგივრად აუქციონზე ნაყიდ სპეციალურ ყუთს იყენებენ, რომელშიც ათავსებენ ყინულს და ინახავენ მალფუჭებად პროდუქტებს.
ჰიგიენურ პროცედურებსაც კი წყვილი იმდროინდელი წესების მიხედვით იტარებს. მაგალითად, თავის დასაბანად იყენებენ არა შამპუნს, არამედ საპონს და ხის ჭურჭელს.
გოგონას ვარცხნილობაც კი იმდროინდელი მოდის მიხედვით აქვს შერჩეული. ტანსაცმელიც, რა თქმა უნდა, იმ ეპოქას შეესაბამება.
გოგონა საკუთარ ტანსაცმელს თავად კერავს, აი მეუღლის კოსტიუმებს, ცილინდრებსა და ჟილეტებს კი შეკვეთით აკერინებენ.
წყვილს არც მობილური აქვს და არც მართვის მოწმობა.