მეფისთვის ავეჯის შემქმნელის პატივი ყველა ოსტატს არ ღირსებია. გამონაკლისი ანდრე-შარლ ბულიე იყო. მას გაუმართლა, სწორ ეპოქაშიც დაიბადა, სწორ ადგილას მოხვდა და დაფასებული და სახელმოხვეჭილიც გახდა.
ლუდოვიკო XIV საფრანგეთს 72 წელი მართავდა. ბულიე კი მას 60 წელი, სიცოცხლის ბოლო დღემდე ემსახურებოდა და სწორედ ის ქმნიდა სამეფო კარისთვის ავეჯს.
საფრანგეთის მეფის გარდა ბულიე ავეჯს ქმნიდა ფრანგული არისტოკრატიისთვის, მისი ავეჯი საფრანგეთის მრავალ სასახლეს ამშვენებდა. გარდა ამისა, მუშაობდა ესპანეთის მეფე ფილიპე V-ისთვის, საქსონიისა და ბავარიის სამეფო ოჯახებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ბულიე დღედაღამე მუშაობდა, ფული
არასდროს ჰყოფნიდა. საქმე იმაშია, რომ ის მხატვრობის მოტრფიალე იყო. არ აცდენდა არც ერთ აუქციონს და ყიდულობდა, ზოგჯერ ვალითაც კი მოწონებულ ტილოებს, ნახატებსა და ესკიზებსაც კი. თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდას ყოველთვის ვერ ახერხებდა და ერთხელ, როცა დავალიენების გამო სასამართლოში უჩივლეს, დააპატიმრეს და მისი ქონება დააყადაღეს. ოსტატს კი ხანდახან შეკვეთის ვადა "ავიწყდებოდა" და სახელოსნოში კლიენტებთან ჭიდილი ჩვეულებრივი ამბავი ხდებოდა.
ინკრუსტაციის ტექნიკა "მარკეტრი" მას არ მოუგონია, მაგრამ სახელი "ბულიეს მარკეტრი" მის პატივსაცემად ეწოდა. პირველმა მან გადაწყვიტა ბრინჯაოსთან მუშაობა. მას მხოლოდ ავეჯის გაფორმება ევალებოდა. თავად ავეჯის დამზადებაზე სხვა დურგლები ზრუნავდნენ. მოგვიანებით მისი 4 ვაჟიც მამის გზას გაჰყვა (მას სულ 7 შვილი ჰყავდა). ბულიე იყენებდა ხის სხვადსხვა სახეობას: ეგზოტიკურ ინდურს და სამხრეთამერიკულს, კუს ბაკანს, სპილოს ძვალს, სადაფს, თითბირს, ვერცხლს და სხვა მასალას.
ბულიემ მეფე-მზისთვის დაამზადა კარადები, მაგიდები, სავარძლები, კონსოლები, საათების დაგამები და ა.შ. გარდა ამისა, მხოლოდ ბულიეს მოუვიდა თავში აზრად შეექმნა კონკრეტული ოთახისთვის კონკრეტული ავეჯის ნაკრები. მაგალითად: კაბინეტის, საძინებლის, მისაღების, სამეჯლისო ოთახისა და ა.შ.
ანდრეს გარდაცვალების შემდეგ მისი სახელოსნო ვაჟების მფლობელობაში გადავიდა. მის მიერ შექმნილი ავეჯი ინახება ლუვრის, ვერსალის, ფონტენბკლოს, ერმიტაჟისა და პარიზის ნაციონალურ მუზეუმებში. ბულიეს ავეჯი - მსოფლიო ბრენდად იქცა. საუკუნეების წინ შექმნილი მისი მაგიდა ან კარადა დღეს 5 მლნ დოლადზე ნაკლებად არ იყიდება. ავეჯის ცალკეული ელემენტები კი კერძო კოლექციებში ინახება.