კარგი ამბავი! ეს გენიალური გამოგონება პლანეტას პლასტიკატის აპოკალიფსისგან დაიცავს

კუინანა ერთი პატარა ქალაქია ავსტრალიის დასავლეთით. ის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი სამეწარმეო ცენტრიცაა. ამიტომაც არის, რომ აქაური მოსხლეობა ძალიან ღელავს გარემო პირობებზე.



2018 წლი ბოლოს ადგილობრივმა მთავრობამ ერთ-ერთი ორიგინალური პროექტის რეალიზება გადაწყვიტა, რომელმაც ქალაქი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი. საკმაოდ უბრალო და ორიგინალური ჩანაფიქრი ეფექტური და იაფი განსახორციელებელი აღმოჩნდა.

მთავრობამ ქალაქის სადრენაჟო სისტემში უზარმაზარი ბადეები განათავსა, სადაც გროვდება ნაგავი. პირველმა ორმა საცდელმა ბადემ 2 კვირაში 300 კილოგრამამდე ნაგავი შეაგროვა.



ასეთი ბადის დამონტაჟება და მისი მოხმარება თითოეულ შემთხვევაში 10 000 დოლარი დაჯდა. ამ
თანხაში შედის ბადის დამზადება და დამონტაჟებაც.

ამ სახით ქალაქმა საკმაოდ სერიოზული პრობლემის მოგვარება მოახერხა.

მსგავსი ხაფანგების წყალობით ტერიტორია ირგვლივ ბევრად სუფთა და მოვლილია.



როდესაც ბადე ივსება, მოდის დიდი მანქანა და ასუფთავებს მას. ნარჩენები მიაქვთ ნაგავსაყრელზე და ნაწილს ამუშავებენ, ნაწილს კი ანადგურებენ. ორგანულ ნაგავს იყენებენ მიწის გასანოყიერებლად.

ეს საკმაოდ ეფექტური გამოგონებაა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს გარემოს დასუფთავებაში.

კომენტარები

gaga 2019-06-15 10:41
მაგარი სისულელეა!
მესხი 2019-06-10 14:38
აუცილებლად გასათვალისწინებელია და საჭიროა ჩვენი ქვეყნისათვის
tato 2019-06-09 20:04
ჩვენტანც უნდა დაინერგოს იქ სადაც შესაძლებელია
ლია 2019-06-05 16:05
magaria

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები