ბრაზილიელმა ცოლ-ქმარმა 20 წელიწადში ხრიოკი ადგილი ტყედ აქცია და თავის ქვეყანას აჩუქა, როგორც ნაკრძალი

განვითარების გზაზე ადამიანი სულ უფრო და უფრო მეტ ბუნებრივ რესურსს მოიხმარს, საბოლოო შედეგებზე კი ნაკლებად ფოქრობს. მარტო 1990 წელს მსოფლიოში დაახლოებით 130 მილიონი ჰექტარი ტყე განადგურდა.

ტყეს პლანეტის ფილტვებს უწოდებენ. ხე ასუფთავებს ჰაერს, შთანთქავს ნახშირორჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს, გვიცავს მრავალი მომწამვლელი აირისგან და ანადგურებს მიკროორგანიზმებს.



ყოველივე აქედან გამომდინარე ალბათ მიხვდებით, რას უქადის კაცობრიობას ტყეების ჩეხვა.

როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ამ გლობალურ პრობლემას? არსებობს ხალხი, რომელიც რჩევებს საკუთარი მაგალითით გვაძლევს და არა მხოლოდ ქადაგეგებითა და სიტყვით გამოსვლებით.



სებასტიან სალგადო ცნობილია, როგორც ერთ-ერთი
საუკეთესო ფოტოგრაფ-დოკუმენტალისტი. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ფოტოჟურნალისტიკის ხლოვნებაში. როდესაც აფრიკიდან მშობლიურ ბრაზილიაში დაბრუნდა, გაოგნებული დარჩა - მისი რანჩო, სადაც ოდესღაც ტროპიკული ტყე იყო, აბსოლუტურად განადგურებული დახვდა. კაცი ლამის სასოწარკვეთას მიეცა, თუმცა მეუღლემ დაარწმუნა, რომ ამ პრობლემის მოგვარება შეიძლებდა. მათ გამოისყიდეს ძველი რანჩო და შეუდგნენ საქმეს.



1998 წელს ოჯახმა ჩამოაყალიბა ორგანიზაცია "მიწის ინსტიტუტი”. დაიწყეს ფულის შეგროვება. ერთი წლის შემდეგ რანჩოს ტერიტორიაზე დარგეს ხეები, მომდევნიო წელს - კიდევ და კიდევ.

ამ ხალხმა 600 ჰექტარ მიწაზე 2,5 მილიონი ხის დარგვა მოახერხა. აქ დაბინავდა 172 ჯიშის ფრინველი, 15 სახის ქვეწარმავალი, რეპტილია და გამრავლდა 293 ტიპის სხვადასხვა მცენარე.


ოდესღაც განადგურებული რანჩოს ტერიტორია დღესდღეობით ისევ ტროპიკულ ტყედ არის ქცეული.

კომენტარები

გიორგის 2023-04-08 17:22
მაგას როგორ ითვლიან , ყველა ვერ გაიგებს, ისევე როგორც ვერ გაიგებს , რომ შეიძლება იყო წესიერი , შრომისმოყვარე და ნამდვილი ადამიანი,
გიორგი 2019-06-10 00:30
ვინ დათვალა აფერისტებო!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები