საუკეთესო საშუალება სტრესისაგან თავის დასაღწევად - იაპონური პრაქტიკა სინრინ იოკუ მსოფლიო ტრენდად იქცა

გინდათ თავი კვლად ადამიანად იგრძნოთ? ამისათვის საკმარისია გაისეირნოთ ტყეში ან ახლომდებარე პარკში, თუმცა გირჩევთ ეს სწორად გააკეთოთ. გთავაზობთ ძალების აღდგენის და რელაქსაციის უმარტივეს მეთოდს, რომელიც კარგა ხანია ძალიან ეხმარება იაპონელებს.



რა არის ცინრინ იოკუ

სინრინ იაპონურად ტყეს ნიშნავს, ხოლო იოკუ - აბაზანას. სიტყვასიტყვით ეს ფრაზა ითარგმნება, როგორ ტყის აბაზანა.

ტყე ადამიანს ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ის ცნობისმოყვარეობასა და მომავლის იმედს გვიღვივებს. ტყეში მედიტაცია ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ ამ დროს ადამიანი უერთდება ბუნებას. ტყის აბაზანის ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს
ეძლევა საშუალება შეიგრძნოს გარე სამყარო მისი 5 ძირითადი გრძნობით.

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ ამ დროს არის ის, რომ უნდა გათიშოთ მობილური ტელეფონი.

მიენდეთ საკუთარ სხეულს და წადით იქით, საითაც გული გაგიწევთ. მიენდეთ ინტუიციას და ნუ აჩქარდებით. შეგიძლიათ საერთოდ არ აიაროთ, დაჯდეთ ან წამოწვეთ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია იყოთ ტყეში. აუღელვებლად, აუჩქარებლად დატკბით გარემოთი, ხმებით, ხედებით.

პირველ რიგში მოძებნეთ თქვენთვის სასურველი ადგილი.

როგორც უკვე გითხარით, ტყის თერაპიის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ტყეს შეიგრძნობთ ხუთი სახით - სმენით, ხედვით, სუნით, სუნთქვით და სხეულით.

1. ყური მიუგდეთ ჩიტების ჭიკჭიკს და ფოთლების შრიალს.
2. ყურადღებით დააკვირდით ხეებს, ფოთლებს.
3. ბოლომდე შეიგრძენით ტყის სურნელი.
4. ჩაისუნთქეთ ჰაერი პირით და ეცადეთ შეიგრძნოთ ტყის გემო.
5. შემოეხვიეთ ხეს და ეცადეთ შეიგრძნოთ მისი სიძლიერე, წამოწექით მიწაზე.
6. მიეცით საშუალება ტყის არომატს დაგათროთ. შეიგრძენით თავისუფლება და ბედნიერება.



როგორ მივიღოთ ტყისგან მაქსიმალური სიამოვნება

შინაგანი სიმშვიდის და კომფორტის მოპოვების უნივერსალური გზა არ არსებობს, ის ყველა ადამიანს ინდივიდუალური აქვს.

მთავარია შეარჩიოთ პირადად თქვენთვის სასურველი ადგილი. მთავარია იგრძნოთ, რომ ეს ადგილი განიჭებთ სიმშვიდეს, იქ თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობთ, მოდუნდით და მიეცით საკუთარ თავს და გონებას განტვირთვის და მოდუნების საშუალება და იგრძნობთ ძალებისა და ენერგიის მოზღვავებას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები