ჩინეთის ულამაზესი ბიბლიოთეკა, რომელიც დამთვალიერებელს აოცებს

ჩინეთის ქალაქ ციანზინში ეს ბიბლიოთეკა 2017 წელს ააშენეს. ბინხაის ბიბლიოთეკა ფუტურისტული შენობაა, რომელიც ჰოლანდიელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს. ცენტრალურ დარბაზში დიდი თეთრი ბურთია, წიგნის მრავალრიცხოვანი თაროები კი ტალღოვნად ერწყმიან ჭერს.

ბიბლიოთეკა საკმაოდ პოპულარული გახდა და დამთვალიერებელი არ აკლია. მისი სილამაზე ბევრს აღაფრთოვანებს. 

თუმცა სოციალურ ქსელში გახსნიდან მალევე გაჟონა ინფორმაციამ, რომ წიგნების თაროებზე წიგნები კი არა, მათი გამოსახულებებია. როგორც ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, ქალაქის ხელისუფლებამ არ დართო მათ ნება, ცენტრალურ დარბაზში განეთავსებინათ წიგნები - ისინი სხვა სათავსოებშია, უფრო დაცულ მდგომარეობაში. 






კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები