ახლავე ჩაიხედეთ საფულეში, მიმოიხედეთ სახლში და თუ იპოვით, სასწრაფოდ გადააგდეთ - ნივთები ოჯახში, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოიშოროთ თავიდან

ადამიანები ჩვენდა უნებურად ვაგროვებთ სახლში ისეთ ნივთებს, რომელიც აბსოლუტურად არაფერში გვჭირდება, მხოლოდ აურას გვიბინძურებს, გირჩევთ მსგავსი ნივთები სასწრაფოდ მოიშოროთ თავიდან .
1.ძველი კალენდარი



ბევრ ადამიანს უბრალოდ ავიწყდება ძველი კალენდრის გადაგდება, ასე შეიძლება დაგრჩეთ სახლში 1 ან 2, თუ მეტი არა, წლის წინანდელი. სასწრაფოდ მოიშორეთ თავიდან ძველი, გამოუსადეგარი კალენდარი.

2.მაღაზიის ჩეკები


ყოველი ჩვენგანი ყოველდღიურად იღებს უამრავ ჩეკს. ახლავე ჩაიხედეთ საფულეში, მიმოიხედეთ სახლში და თუ იპოვით სასწრაფოდ გადააგდეთ. ის არაფერში გჭირდებათ.

3.ძველი ლოგინის თეთრეული



წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც ასეთი ნივთები დეფიციტად

ითვლებოდა და კარგ დიასახლისს აუცილებლად უნდა მოემარაგებინა ქალიშვილსა თუ შვილიშვილსათვის.

4.ინსტრუქციები და ტექნიკური პასპორტები



ყველა წვრილ ტექნიკას, რასაც ვყიდულობთ, უამრავი პასპორტი და ინსტრუქცია მოჰყვება. აბა, გამოტყდით საკუთარ თავს, რამდენად ხშირად იხედებით ინსტრუქციაში ან რამდენი ასეთი საბუთი გაქვთ სახლში, რომელი ნივთიც უკვე კარგა ხანია აღარ არსებობს. მოაშორეთ ისინი.

5.ფეხსაცმელები



ფეხსაცმელებთან დაკავშირებითაც საკმაოდ მძიმე სიტუაცია გვაქვს ხოლმე, მუდმივად გვენანება კარგად გაცვეთილი ძველი ფეხსაცმელების გადაყრა. თუ ფეხსაცმელი ერთი წელი მაინც არ გვიხმარია, ის თავისუფლად უნდა გადავყაროთ.

6.კენტად დარჩენილი წინდა



ხშირად გეკარგებათ ცალი წინდა? ნუ იდარდებთ, ეს ყველას ემართება. ალბათ აკურატულად ინახავთ ცალ-ცვალ წინდას, თუმცა გირცევთ დროულად მოიშოროთ თავიდან.

7.ხელსაქმის მასალა



ბევრ ქალბატონს აქვს პერიდულად გატაცება, დაკავდეს რაიმე ხელსქმით და საამისოდ გამოძებნის ხოლმე ნაჭრებს თუ სხვა აქსესუარებს. თუ ხვდებით, რომ ეს გატაცება არ არის სერიოზული და ტყუილად აგროვებთ ნივთებს, გირჩევთ დროულად შეელიოთ მათ და გაათავსუფლოთ ადგილი თქვენს ბინაში.

8.საჭმლის კონტეინერები



ბევრს ჰგონია, რომ პლასტმასის კონტენერი, ფაუფურის ჭურჭელივით, გატეხვამდე და გაბზარვამდე სამუდამო მოხმარების საგანია, თუმცა ასე არ არის. პლასტმასი დროთა განმავლობაში იწოვს საჭმლის სუნს და დროთა განმავლობაში ის მოხმარებისთვის განმოუსადგეარი ხდება. ის აუცილებლად უნდა გადააგდოთ და შეცვალოთ ახლით.

9.გამოუყენებლი ნივთები



აივნის კარადა და სარდაფი ის ადგილია, სადაც ადამიანები ხშირად ინახავენ გატეხილ, ძველ, დაჟანგულ ნივთებს, ერთი სიტყვით იმას, რაც რეალურად კარგა ხანია აღარ ვარგა და არაფერში გჭირდებათ. დროულად გადაყარეთ ისინი.

10. საცვლები



გამოაღეთ ის უჯრა, სადაც ინახება თქვენი თეთრეული, აბა, კარგად გადაარჩიეთ, რამდენი ისეთი ნივთი გაქვთ უჯრაში, რომელიც წლებია არ გამოგიყენებიათ, ან დაგიპატარავდათ, ან უბრალოდ აღარ ვარგა.  სასწრაფოდ გადაყარეთ.

11.ძველი დამტენები



დამეთნახმეთ, რომ არ ღირს ისეთი დამტენების შენახვა, რომელიც გაწყვეტილია ან უბრალოდ მისი შესაბამისი გაჯეტი ან ტელეფონი უბრალოდ აღარ არსებობს.

12.ძველი გაზეთები და ჟურნალები



ევროპაში გაზეთი და ჟურნალი ერთჯერადი მოხმარების საგანია - წაიკითხე - გადააგდე. არ არის აუცილებელი მათი შენახვა, ის უბრალოდ მტვრის ბუდეა.

13. აქსესუარები
ასევე გირჩევთ მოიშოროთ თავიდან ძველი, არცთუ ხარისხიანი, დაჟანგებული ბიჟუტერია, ის უბრალოდ თქვენ თავისუფალ ადგილს იკავებს.



კომენტარები

გიორგი 2019-06-10 00:29
და რაც მთავარია ძველი ფული. საბჭოთა 4 კაპიკიანი თუ გაქვთ, რომ გადააგდებთ, სასწრაფოდ შემატყობინეთ, სად გადააგდებთ. ბაზარზე 1 000 000 დოლარადაა შეფასებული. შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ვაი თქვენს პატრონს უბედურს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები