შვეიცარიის ერთ-ერთ სოფელში საცხოვრებლად გადასვლის შემთხვევაში ოჯახებს 70 ათას დოლარს გადაუხდიან, თუმცა...

სულ ცოტა ხნის წინ მრავალი ტაბლოიდი აჭრელებული იყო სათაურით, რომ შვეიცარიის ერთ-ერთ სოფელში საცხოვრებლად გადასვლის შემთხვევაში ოჯახს 70 000 დოლარს გადაუხდიდნენ. ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ინტერესი თანდათან იზრდებოდა, მსურველებს დეტალური ინფორმაციის მიღება სურდათ, თუ რა პირობები უნდა დაეკმაყოფილებინათ. პასუხმაც არ დააყოვნა და ცოტა ხანში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ მსურველებმა. 

 გაირკვა, რომ წინადადება არც ისეთი მომხიბვლელი იყო, როგორც თავიდან ჩანდა. 

ალბინენი პატარა, არაფრით გამორჩეული სოფელია შვეიცარიის ალპებში. მიუხედავად იმისა, რომ აქ არის
მთის სუფთა ჰაერი, თვალწარმტაცი ბუნება, გახლავთ თერმული კურორტი, სოფელი მოსახლეობის დეფიციტს განიცდის. სოფელში სულ 240 ადამიანი ცხოვრობს, სკოლამ, იმის, გამო, რომ ცოტა მოსწავლე ჰყავდა, ფუნქციონირება შეწყვიტა და ბავშვებს სკოლაში სიარული 20 კმ-ის დაშორებით უწევთ.

სოფლის მოსახლეობამ გადაწყვიტა საკუთარი მიწა-წყლის გადასარჩენად იბრძოლოს და საკმაოდ სოლიდური თანხა დააწესა იმ ოჯახებისთვის, ვინც მათ სოფელში გადავიდოდა საცხოვრებლად, თუმცა საამისოდ მკაცრი მოთხოვნებიც წაუყენა. კერძოდ, ოჯახი უნდა იყოს 4-სულიანი, ან მეტი. ოჯახის თითო წევრი, საუბარია უფროსებზე, მიიღებს 25 000 დოლარს, ხოლო პატარები - 10 000 დოლარს.

უფროსები არ უნდა იყვნენ 45 წელზე მეტი ასაკის, უნდა იყვენენ ქვეყნის მოქალაქეები ან უნდა ჰქონდეთ ქვეყანში ცხოვრების უფლება. 10 წელი უნდა იცხოვრონ სოფლის ტერიტორიაზე. მხოლოდ დასვენებებზე ჩასვლა არ შეიძლება.

და ბოლო და ყველაზე მთავარი მოთხოვნა - ოჯახმა უნდა ააშენოს ან შეიძინოს სახლი და სახლში უნდა დახარჯოს 200 000 დოლარი.
ამ საკმაოდ მკაცრი მოთხოვნების შემდეგ მსურველთა რაოდენობა, რაღა თქმა უნდა, შემცირდა. ამხელა თანხის ჩადება სოფელში, რომელიც სულს ღაფავს, არავის სურს.

თუმცა მოსახლეობა მაინც იმდეოვნებს, რომ სოფლის სილამაზის და მდებარეობის გათვალისწინებით მსურველები ადრე თუ გვიან მიანც გამოჩნდებიან და ამ გზით სოფელს გადაარჩენენ.

კომენტარები

სულხანი 2019-06-30 09:32
აბა ორი კაცი ან ქალი და გავდივართ
Ki ,mec! 2019-06-28 00:07
Ki, mec!
eka 2019-06-25 14:38
siamovnebit vicxovrebdi ,chemi ocnebis qveyanashi

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები