8 არომატი სტრესის მოსახსნელად


დეპრესიისგან თავის დაღწევა მხოლოდ წამლებით როდია შესაძლებელი, აბა, სცადეთ და დასახმარებლად არომატებს მიმართეთ.
ცნობილია, რომ ზოგიერთი არომატი ადამიანის ტვინში ქიმიურ რეაქციას იწვევს, რომლიც ნერვულ სისტემას ამშვიდებს და ბედნიერების განცდას ანიჭებს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის არომატი ადამიანს რაიმე პოზიტიურს ახსენებს.

ლავანდა




ამ მცენარეს მართლაც რომ სასწუალმოქმედი ძალა აქვს.
ლავანდას ზეთის არომატი ძალიან ეფექტურად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე და უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.

ბავშვის ტალკი



არ გაგეცინოთ, ეს სიმართლეა. ბავშვის ტალკი ყველას აღუძრავს ბავშვობის მოგონებეს და ადამიანს სიმშვიდის და დაცულობის განცდა
ეუფლება.

ვანილი



ეს ტკბილი სურნელი არა მარტო მოგადუნებთ, მშვიდად დაძინებაშიც დაგეხმარებათ.

საყვარელი ადამიანის სურნელი



როდესაც ცუდად ხარ და რამე გიჭირს საყვარელ ადამიანთან ჩახუტებაზე მატად ვერაფერი გშველის, ეს შეიძლება იყოს მეუღლე, დედა, შვილი.

შოკოლადი ან საყვარელი ტკბილეული




საყვარელმა ნამცხვარმა, განსაკუთრებით შოკოლადის, შეიძლება ადამიანს რელაქსაციის განცდა მიანიჭოს.

 კიტრი




ამ საოცარმა არომატმა შეიძლება დაამშვიდოს ადამიანი და თავი ბედნიერად აგრძნობინოს.

გვირილა



გვირილა ძალიან სასარგებლო მცენარეა, ის კარგად მოქმედებს კუჭ-ნაწლავზეც, რაც თავისთავად ნერვული სისტემის დამშვიდებასაც უწყობს ხელს.

მზისგან დამცავი კრემი



ამ პროდუქტის სურნელი ადამიანში დასვენებისა და ზღვის ასოციაციას იწვევს და ამიტომ ძალიან სასიამოვნო განცდებს აღძრავს.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები