5 უვნებელი ტკბილეული, რომელიც ზღვაზე დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის

ფიქრობთ, რომ ტკბილეული და განსაკუთრებით ზღვის სანაპიროზე ჯანმრთელობისთვის მავნებელია? ნურას უკაცრავად. ყველა სახის ტკბილეული მავნებელი როდია. შემოგთავაზებთ იდეალურ დესერტს ზღვისთვის, რომელიც თქვენს დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს და დაუვიწყარს გახდის.

1. ნაყინი სორბეტი



სორბეტი გაყინული ნატურალური პროდუქტია, რომელიც ხილის წვენის ან ფაფისაგან მზადდება. ეს პროდუქტი დღესდღეობით ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ვეგეტარიანელებში.

ცნობისთვის, სორბეტი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

2. გაყინული ხილი


ევროპამ დაამტკიცა, რომ ახლადგამოწურული წვენი, გაყინულიც კი, ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.

3. ცხიმიანი ნაყინი



თუ სანაპიროზე ნაყინი მოგინდათ ეცადეთ შეარჩიოთ ყველაზე ცხიმიანი,
რადგან ასეთ ნაყინში შაქარი შედარებით დაბალი დოზით არის დამატებული.

4. ჩურჩხელა



ნატურალური ჩურჩხელა მზადდება თხილისაგან ან ნიგვზისაგან და ნატურალური წვენისაგან. ნამდვილი ჩურჩხელა შაქარს არასდროს შეიცავს.

5. ნატურალური ხილის პასტილა

ეს აბსოლუტურად ნატურალური და სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ასევე ხილისგან მზადდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები