თუ ბევრნი არიან, ქათმებიც კი საშიშები ხდებიან - ბრიტანულ კუნძულზე ქათმები ხალხს ატერორებენ

კუნძულ ჯერსიზე, რომელიც დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში შედის, ველური ქათმები ადგილობრივ მცხოვრებლებს ატერორებენ. ისინი უკონტროლოდ მრავლდებიან და ისე იქცევიან, როგორც ტერიტორიის მეპატრონეები. 
ვარაუდობენ, რომ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომლებიც შინაურ ქათმებს ამრავლებდნენ, არ მიადევნეს თვალი თავიანთ ფრინველებს. ბევრი მათგანი ტყისკენ გარბოდა, იქ მრავლდებოდნენ და მრავალრიცხოვანი "ბანდები" შექმნეს. კუნძულზე არ არიან მტაცებლები, ამიტომ ქათმები ადვილად მრავლდებიან და დიდ პრობლემებს უქმნიან მოძრაობას გზებზე, მებაღეებს და ძილის მოყვარულებს - უთენია ედებიან ეზოებს, ნარჩენების ასაკრეფად და დაუსრულებლად კაკანებენ. 
მოსახლეობა საკმაოდ შეწუხებულია. თავდაპირველად ველურ ცხოველებთან ბრძოლის სპეციალური სამსახური
ჩართეს საქმეში, მაგრამ სულ რამდენიმე ათეული ქათამი გაანადგურეს მათ, პრობლემა კი არ გადაწყდა.

ჩინოსნები მოსახლეობას აფრთხილებენ, არ დატოვონ საკვები ადვილად მისაწვდომ ადგილებში. ხელისუფლება გეგმავს უფრო სერიოზულ ზომებს ქათმების წინააღმდეგ.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები