რა ვაჩუქოთ ახლობლებს ახალმოსახლეობაზე ისეთი, რომ საჩუქარი კარადაში არ დაიმტვეროს

ახალმოსახლეობა იმ ტიპის ღონისძიებაა, რომელსაც სახლის მეპატრონეები ხელგაშლილად აღნიშნავენ. ეპატიჟებიან ოჯახის ახლობლებს, ნათესავებს მეგობრებს, რათა ერთად გაიზიარონ სიხარული. ასეთ წვეულებაზე ხელცარიელი მისვლა წარმოუდგენელია, საჩუქრის შერჩევა კი ადვილი როდია. მაინც, რა შეიძლება ვაჩუქოთ ამ დროს ჩვენ ახლობელ ადამიანებს?

კლასიკური საჩუქრები
სანამ საჩუქრის საყიდლად წახვალთ აუცილებლად გაითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი - სახლის ზომა, სტატუსი (ნაქირავებია ბინა თუ ნაყიდი), მეპატრონის ასაკი და ოჯახური მდგომარეობა. ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით საჩუქრის შერჩევის პროცესი შედარებით მარტივდება.
თუმცა არსებობს კლასიკური ვარიანტები, რომელიც ყოველთვის აქტუალურია.

მაგალითად:

1. ნამცხვარი ან
ტორტი



ტკბილეული ყოველთვის კარგ საჩუქრად ითვლება ნებისმიერ წვეულებაზე.

2. სამზარეულოს აქსესუარები



როგორც წესი, ახალ სახლში ყოველთვის არის ჭურჭლის და სამზარეულოს სხვადასხვა აქსესუარის დეფიციტი. ამიტომ ასეთი საჩუქარი ზედმეტი არასდროს არის. შეიძლება წინასწარ იკითხოთ კიდეც, კონკრეტულად რა სახის ჭურჭელი არ აქვს სახლის პატრონს.

3. ტექსტილი



ფარდები, პლედები, სუფრები, გადასაფარებლები ახალ სახლში ყოველთვის საჭიროა. მთავარია, რომ ეს ყველაფერი ინტერიერს მოუხდეს. ამიტომ, თუ სახლის პატრონის უკითხავად ყიდულობთ, რაც შეიძლება სადა და ნეიტრალური ფერების შეარჩიეთ.

4. სამზარეულოს ტექნიკა



ტოსტერი, მიქსერი, ბლენდერი, ჩაიდანი ნებისმიერ სახლში საჭიროა. სანამ საბოლოო არჩევნს გააკეთებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ სახლის მეპატრონის მოთხოვნილებებიც.

5. საათი



მართალია, საათი ყველას ტელეფონში აქვს, თუმცა დეკორატიული საათი ნებისმიერ ინტერიერს კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს სძენს.

6. განათება



ლამაზი ჭაღი, ბრა ან ლამფა სახლს აუცილებლად დაამშვენებს. ეს ნივთები ყოველთვის აქტუალურია.

7. ავეჯი


თუ ფინანსები გაძლევთ ამის საშუალებას, საჩუქრად შეგიძლიათ ავეჯიც კი შეარჩიოთ, რა თქმა უნდა, მოთხოვნის შესაბამისად.

8. ხალიჩა



თუ თქვენს მასპინძელს არ აქვს პრობლემა ხალიჩებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ საჩურად ეს ვარიანტიც განიხილოთ.

9. ლოგინის თეთრეული


კიდევ ერთი უნივერსალური საჩუქარი, რომელიც ნებისმიერ წყვილს გამოადგება, მთავარია ზომა იყოს სწორად შერჩეული.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები