რატომ არიგებენ იტალიაში სახლებს უფასოდ და რა უნდა გააკეთოთ, რომ სახლის მფლობელი გახდეთ


იტალიის მთავრობამ უპრეცედენტო აქცია წამოიწყო, ის მოსახლეობას უფასოდ ან სიმბოლურ თანხად, სულ რაღაც 10-დან 100 ევროს ფარგლებში სახლებს გადასცემს. სახლები იტალიის სოფლებში მდებარეობს, რომელთაც დაცარიელება ემუქრებათ, ამით მთავრობა ახალგაზრდობის სოფლებში დაბრუნებას და მათ წახალისებას გეგმავს.



ყველა ფიქრობს, რომ ამ გულუხვი ჟესტის მიღმა რაღაც იმალება და ასეც არის. რა ხდება სინამდვილეში?



ნებისმიერი ქალაქის პატარ-პატარა პროვინციებს აქვს გარკვეული სირთულეები. ახალგაზრდობა ხომ ქალაქისკენ ისწრაფვის, სადაც მეტი პერსპექტივა და მეტი შესაძლებლობებია.


ანალიტიკოსების გამოთვლით, დღესდღეობიოთ ევროპაში 11 მლნ-ზე მეტი ცარიელი ობიექტია. იტალიის წილად 2,7 მლნ
მიტოვებული სახლი მოდის და ეს ციფრი ყოველწლიურად იზრდება.



იტალიის მთავრობამ ამ პრობლემასთან გამკლავება გადაწყვიტა. გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობა სახლებს ტოვებს და მიდის, მიტოვებული ნასახლარები კი საერთო არქიტექტურას იერ-სახეს უკარგავს, მთავრობამ გადაწყვიტა ეს სახლები ადამიანებსთსვის საჩუქრად გადაეცა.



რა თქმა უნდა, მსურველებთან იდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელმოწერის წინ ადამიანი ძალიან კარგად უნდა გაეცნოს, რადგან ამ საბუთში ბევრი საინტერესო პუნქტია გაწერილი.



აი, მაგალითად, სიცილიის სამხრეთით მდებარე ერთ პატარა ქალაქში დასახლების მსურველებმა უნდა მოაწერონ ხელი ხელშეკრულებას, რომელშიც გაწერილია, რომ საჩუქრის ადრესატი ვალდებულია დასახლდეს მიტოვებულ სახლში, ეს ადგილი უნდა იქცეს მის რეაურ საცხოვრებელ ადგილად, ერთი წლის განმავლობაში გააკეთოს სახლში კაპიტალური რემონტი, რაც იაფი ნამდვილად არ ჯდება. საამისოდ კი სიმბოლურო თანხა, 1 ევრო უნდა გადაიხადოს.



მსგავსი პირობებია სხვადასხვა პროვინციებსა თუ პატარ-პატარა ქალაქებში, მთავარი კი ის არის, რომ ამ სახლების გარემონტება საკმაოდ ძვირია და პირველადი შესატამი თანხაც ფიგურირებს, ასე რომ, ერთი შეხედვით ძალიან მომხბვლელი წინადადება რეალურად არცთუ მომხიბვლელია.



აღსანიშნავია, რომ აუქციონზე გატანილ სახლებში, რომელთა ღირებულებაც 1 ევროა, არ არის არანაირი კომუნიკაცია და სახლებს სახურავიც კი არ აქვს.



ასე რომ, მიუხედავად უნიკალური ხედებისა, ეკოლოგიურად სუფთა პირობებისა, ულამაზესი ბუნებისა, საჩუქარი რეალურად საჩუქარი სულაც არ არის. მთავრობის მიერ ნაჩუქარი სახლები ნაჩუქარი არ გამოდის, პირიქით, მასში სოლიდური თანხის გადახდა უწევს ადამიანს.



კომენტარები

ideodub 2024-10-18 21:48
All estimates were weighted to reflect the population from which the sample was drawn what is priligy
ხატუნა 2019-11-25 19:19
მარტალი ხარტ,ხალხზე ვინ პიქრობს.ქვეკნის გულსემატკივარი ხომ სყლ სხვა გვარად მოიქცეოდა.ეხ,როგორ სამწუხაროა,ეს კბელაპერი,უპალო დაიცავი საქარტველო
giorgi 2019-11-19 19:04
მთელი საქართველო თითქმის დაცლილია,სოფლები მიტოვებული,საცხოვრებლად ვარგის სახლს თავისი კარმიდამოთი სულ რაღაც 2-3 ათას დოლარად შეიძენთ,შეკთებაც ძვირი არ დაგიჯდებათ,თუ ვინმე დარჩა ადგილობრივი,სიამოვნებით დაგეხმარებიან.იტალიაში რა გვინდა,ჩვენს ქვეყანას მივხედოთ.რაც პრეზიდენტის რეზიდენციის მორთვა-მოკაზმვა დაჯდა,რამდენიმე სოფელს გააცოცხლებდა მეურნე და ქვეყნის გულშემატკივარი. მინი- ლუვრის მოწყობა გადაწყვიტა,როგორც სჩანს,ჩვენმა პრეზიდენტმა. ჩვენ ხომ "ქაჯები"ვართ,ევროპას როგორ შევედრებით?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები