ამ ნამუშევრის ფოტოები ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა. ეს საკარცხული (საუფროსო სკამ-სავარძელი სვანეთში), რომელსაც მახვშის სკამსაც უწოდებენ ხოლმე, სვანმა ოსტატმა ბაჩო ლიპარტელიანმა შექმნა. როგორც გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, საკმაოდ მასშტაბურია - 190 სანტიმეტრი სიმაღლის და მისი ფასი 50 ათასი ლარია.
"1 წელიწადი თავი არ აუწევია ისე დაუღალავად შრომობდა. "ვეფხისტყაოსანი" წიგნიდან გადმოიტანა საკარცხულზე! ანალოგი არ არის და არც შეიქმნება. ნაკეთობა საუკუნეებს გაუძლებს და ბევრი თაობა იქნება მომსწრე ამ შედევრის... მასიური კაკლის მასალისგანაა შექმნილი, სულ ხელითაა ნამუშევარი", - ვკითხულობთ პოსტში.

კომენტარები