საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა შვიდ შენობაშია განთავსებული. მათგან სამი ხუროთმოძღვრული ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. სწორედ ამ ისტორიულ შენობებში მდებარე 18 სამკითხველო დარბაზი ემსახურება მკითხველებს. ბიბლიოთეკაში დაცულია ძირითადი წიგნსაცავისა და სპეციალიზირებული ფონდები.
ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორია 1846 წლიდან იწყება, როდესაც ამიერკავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის ინიციატივით „ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა“ დაარსდა და ბინა დაიდო მეფისნაცვლის კანცელარიის შენობაში. ბიბლიოთეკა ორ პატარა ოთახში იყო განთავსებული, ხოლო წიგნები მეზობელი შენობების სარდაფებში ინახებოდა. ბიბლიოთეკაში აღრიცხული 325 წიგნიდან 264 შემოწირული იყო. 1847 წლიდან საქართველოში დაბეჭდილი იმ დროის
ყველა პერიოდული გამოცემა თავს იყრიდა ბიბლიოთეკაში. მას „საჯარო“ სტატუსი ჰქონდა, თუმცა აქ მუშაობა შეეძლოთ მხოლოდ მეფისნაცვლის კანცელარიის ცალკეულ უწყებათა თანამშრომლებს. ფონდები იზრდებოდა და ბიბლიოთეკას შენობა ესაჭიროებოდა. ვორონცოვმა თხოვნით მიმართა იმ დროის გამოჩენილ ქართველ საზოგადო მოღვაწესა და პოეტს ვახტანგ ორბელიანს, რომ მას თავისი სახსრებით აეშენებინა შენობა, რომელსაც იჯარით გადასცემდა თბილისის საჯარო ბიბლიოთეკას. ვახტანგ ორბელიანმა მოიწონა კავკასიის მეფისნაცვლის წინადადება და ქალაქის ცენტრში - ალექსანდრეს ბაღში, შეთავაზებული გეგმის მიხედვით ბიბლიოთეკის აშენებას შეუდგა. 1850 წელს „ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის წესდება“ დამტკიცდა.
პირველი კორპუსი
მეორე კორპუსი
1852 წლის 1 მაისს სამკითხველო დარბაზი გახსნეს საზოგადოებისთვის. შენობის მოწყობასა და თაროების განლაგებას ზედამხედველობას უწევდა გერმანელი არქიტექტორი ე. რაისი, რომელიც თბილისში მეფისნაცვლის კარზე არქიტექტორის და სამოქალაქო კანცელარიის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა. 1868 წლის იანვრიდან, ამიერკავკასიის მეფისნაცვლის ბრძანებით კავკასიის მუზეუმი და საჯარო ბიბლიოთეკა გაერთიანდა. დაწესებულების ხელმძღვანელად გუსტავ რადე დაინიშნა. გაერთიანებული მუზეუმისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო იყო ახალი შენობა, რისთვისაც შეირჩა ადგილი გოლოვინის პროსპექტზე, მეფისნაცვლის რეზიდენციის პირდაპირ. პროექტი შეადგინა არქიტექტორმა ალბერტ ზალცმანმა (უმცროსი) და შენობა აღმოსავლური სტილით აიგო.
მე-2 კორპუსი
სპეციალურად ბიბლიოთეკისთვის აგებული, შემდეგი ახალი შენობა 1871 წლის 1 მაისს გაიხსნა. იგი კავკასიის მუზეუმის ეზოში, დღევანდელი ფურცელაძის ქუჩის გასწვრივ მდებარეობდა. აქ განთავსებული იყო წიგნსაცავი, ბიბლიოთეკარის ოთახი, ოთხი სამკითხველო დარბაზი, რომელთაგან ერთი საგანგებოდ ქალებისთვის იყო განკუთვნილი. 1913 წელს საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიამ მიიღო ოფიციალური დადგენილება, რომლის თანახმად მუზეუმსა და ბიბლიოთეკას მიენიჭა „კავკასიის მუზეუმისა და კავკასიის სამეცნიერო ბიბლიოთეკის“ სტატუსი. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ბიბლიოთეკას „საქართველოს მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკა“ ეწოდა.
მესამე კორპუსი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი 1916 წელს აშენებულ სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის შენობაშია განთავსებული. შენობის პროექტის შესადგენად კონკურსი 1912 წელს გამოცხადდა და მთავარი მოთხოვნა ქართული ეროვნული მოტივების გამოყენება იყო. გამარჯვებულად არქიტექტორ ანატოლ კალგინისა და მხატვარ ჰენრიხ ჰრინევსკის პროექტი დასახელდა. ორივე კონკურსანტი კარგად იცნობდა შუასაუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებას. ნაგებობის ხასიათს განაპირობებდა მრავალ ბურჯზე დაყრდნობილი ღრმა გალერეა-ლოჯია, ისევე როგორც გვერდითი გალერეა და კუთხეში აღმართული კოშკი (სვანურ კოშკთან ასოცირდება), მოჩუქურთმებული სარკმლები და ორნამენტული რომბები. ფასადის დეკორი ეკუთვნის ნეოფიტე, ვლადიმერ და ლავრენტი აგლაძეებს. აღსანიშნავია ინტერიერიც, ვესტიბიულისა და დღევანდელი სამკითხველო დარბაზის კამარათა მოხატულობა. ლოჯიის ჭერი ჰრინევსკიმ მოხატა, ლატვიელი მხატვრისა და ეთნოგრაფის იული სტრაუმეს ესკიზების მიხედვით. მისივე ესკიზებით დამზადდა ხეზე კვეთილი კარები, კარადები და ვიტრინები.
სამკითხველო
ბიბლიოთეკას 1953 წელს გადაეცა ყოფილი ვოლგა-კამის საზოგადოების ბანკის შენობა. ეს ნაგებობა, ფასადზე დატანებული წარწერით თუ განვსაზღვრავთ, 1915 წელს ააგო არქიტექტორმა გიორგი კოსიაკოვმა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსშია განთავსებული დღეისათვის ყველაზე დიდი, მერაბ მამარდაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი.
1987 წელს საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცა 1910 წელს არქიტექტორ მიხეილ ოჰანჯანოვის და რ. გოლენიშჩევის მიერ, მოდერნის სტილში აგებული სახელმწიფო ბანკის შენობა, რომელიც საბჭოთა პერიოდში ფინანსთა სამინისტროს ეკავა. შენობამ თავისი იერი შეინარჩუნა. მოდერნის სტილი იგრძნობა შიდა ინტერიერშიც, ვიტრაჟულ გადახურვასა და დენად ფორმებში. დღეს აქ ბიბლიოთეკის მესამე ადმინისტრაციული კორპუსია, სადაც დაცულია უნიკალური გამოცემები.
მე-4 კორპუსი
ბიბლიოთეკის მეოთხე კორპუსი ათსართულიანია და 1973 წელს არქიტექტორ ვ. ჟიტოვსკის პროექტით აშენდა. აქ არის დღემდე ყველაზე დიდი წიგნსაცავი საქართველოში. შენობა ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსს ფურცელაძის ქუჩიდან ეკვრის და ქმნის დახურულ ეზოს პირველ და მეორე კორპუსებს შორის. „ვერა“ - წიგნების გადასატანი ლიფტი ამ კორპუსებს ერთმანეთთან აკავშირებს.
2014 წლის გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე შენობა დაეთმო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდისთვის დამატებითი საცავის მოსაწყობად, სადაც განთავსდა კიდეც წიგნსაცავი. მეხუთე კორპუსი ნიკო ნიკოლაძის სახელს ატარებს.
ეროვნულ ბიბლიოთეკას 2006 წელს შეუერთდა, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის შენობა ეროვნული ბიბლიოგრაფიის უნიკალური ფონდით. შენობას ვახტანგ VI სახელი ეწოდა. ამჟამად მეექვსე კორპუსში განთავსებულია ქართული ნაბეჭდი ერთეულის უძვირფასესი კოლექცია, კარტოგრაფიის და აუდიო-ვიზუალური გამოცემების ფონდები. აქ ვახტანგის სტამბის ყველა გამოცემა ინახება.
ავლაბრის სტამბა
ავლაბრის არალეგალური სტამბა-მუზეუმის შენობა ეროვნულ ბიბლიოთეკას 2012 წელს მიაკუთვნეს. არალეგალური სტამბა 1903 წლიდან ორი წლის განმავლობაში კასპის ქუჩაზე ერთსართულიანი სახლის სარდაფში იყო გამართული. სტამბაში ლადო კეცხოველის მიერ ბაქოდან გამოგზავნილი სწრაფმბეჭდავი მანქანა იდგა, რომელიც ნაწილ-ნაწილ ჩაიტანეს სარდაფში და იქ ააწყვეს, შრიფტებს მუშები სხვა ლეგალური სტამბებიდან აწვდიდნენ.
ავლაბრის სტამბა
ავლაბრის არალეგალურ სტამბაში იბეჭდებოდა არალეგალური გაზეთები, წიგნები, ბროშურები და პროკლამაციები ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე. კედლის ქვეშ ოსტატურადაა დამალული ზარის ღილაკი. ერთი ზარი ნიშნავდა – შეწყვიტეთ მუშაობა! ორი ზარი – საშიში აღარაფერია, განაგრძეთ მუშაობა! სამი ზარი კი აუწყებდა - ამობრძანდით ზემოთ, სადილი მზად არის! 1906 წლის 15 აპრილს სტამბამ არსებობა შეწყვიტა, რადგან ჟანდარმები თავს დაესხნენ, სახლი გადაწვეს და საიდუმლო სტამბა ააფეთქეს. 1937 წელს ავლაბრის სტამბა თავდაპირველი სახით აღადგინეს.
ამჟამად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულია 4 700 000-ზე მეტი შენახვის ერთეული: წიგნი, ავტორეფერატი, დისერტაცია, ჟურნალ-გაზეთები, ნოტები, კარტოგრაფიული და ფურცლოვანი გამოცემა, გრამფირფიტები და სხვა. 2017 წელს იშვიათ გამოცემათა განყოფილების ბაზაზე, ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში საქართველოში პირველი წიგნის მუზეუმი დაარსდა. ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მიმართულება უნიკალური გამოცემების შეძენაა. ბოლო შენაძენთა შორის არის პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი „ქართული ანბანი ლოცვებითურთ“, რომელიც 1629 წელს რომში დაიბეჭდა.
მე-6 კორპუსი
1
„ვერა“ -წიგნების გადასატანი ლიფტი
ემიგრაციის კუთხე
ნანული ზოტიკიშვილი
მასალა მოგვაწოდა საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ