ძველად აშენებულ ზოგიერთ კორპუსში ორპირ სადარბაზოს შეხვდებით, ანუ კორპუსს აქვს როგორც შესასვლელი, ისე გასასვლელი სადარბაზო. ასეთი კორპუსების უმეტესობა 1965 და 1985 წლებშია აშენებული. საინტერესოა, რაზე იყო გათვლილი ორმაგი სადარბაზო?
1. დროის ეკონომია
მსგავსი სადარბაზოები უკეტდებოდა გრძელ სახლებს, რომლის შემოვლასაც საკმაო დრო ჭირდებოდა. დროის ეკონომიის მიზნით გადაწყდა ასეთი გრძელი კორპუსებისთვის გამჭოლი სადარბაზოს გაკეთება. სწორედ ამ მიზეზით უკეთდებოდა ასევე გრძელ კორპუსებს თაღებიც.
2. გადაზიდვა-გადმოზიდვა
მსგავსი სადარბაზოები ძალიან მოსახერხებელი იყო ასევე მსხვილგაბარიტიანი ავეჯის გადაზიდავა-გადმოზიდვის დროს.
3. მეეზოვეთათვის
ასეთ სადარბაზოში ყოველთვუის მოიძებნებოდა მოკრძალებული ადგილი
4. ევაკუაცია
ასეთ სადარბაზოს ხელი უნდა შეეწყო ადამიანების მაქსიმალურად სწრაფად გასვლისთვის შენობიდან გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს, იქნებოდა ეს ხანძარი თუ მიწისძვრა
კომენტარები