როგორ ვიცოცხლოთ 100 წლამდე? - ქვეყნები, სადაც ადამიანები ყველაზე დიდხანს ცხოვრობენ

ვის არ უნდა დიდხანს და ბედნიერად ცხოვრება? მეცნიერებმა გააანალიზეს იმ ადმიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომელთაც სამციფრიან ნიშნულს მიაღწიეს.
ცისფერი ზონა – ეს პლანეტის ის რეგიონებია, სადაც ადამიანები შედარებით დიდხანს ცოცხლობენ. ამ ტერიტორიაზე ადამიანების უმრავლესობა 80, 90 და 110 წელსაც კი აღწევს.

გინდათ იცოცხლოთ 100 წლამდე?

რეგიონები, რომელზეც გესაუბრებით, ბელგიელი დემოგრაფის მიშელ პულენის და იტალიელი ექიმის, ჯანი პესას გამოკვლეულია. მათ ეს ტერიტორიები რუქაზე ცისფრად აღნიშნეს. მათ დაასკვნეს, რომ იტალიური სარდინიასა და ბარბალეს ტერიტორიაზე ადამიანები შედარებით ხანგრძლივად ცოცხლობენ. მოგვიანებით ამერიკელმა დენ ბეტნერმა კიდევ
ოთხი ადგილი აღმოაჩნა: ოკინავა იაპონიაში, იკარია საბერძნეთში, ლომა ლონდა ამერიკაში, კალიფორნიაში და ნიკოია პენინსულა კოსტა-რიკაში.




თითოეულ ამ ადგილზე ადამიანები საკმაოდ ხანგრძლივად ცოცხლობენ. საინტერესოა, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
ექიმები, ანთროპოლოგები, კვების სპეციალისტები, ეპიდემიოლოგები საკმოდ დიდხანს იკვლევდნენ ამ ტერიტორიებს და საბოლოოდ 9 ფაქტი გამოავლინეს, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ადმიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე:

1. ინტენსიური და რეგულარული ფიზიკური აქტივობა.

2. "იკიგაი" გახლავთ იაპონური სიტყვა და ნიშნავს იმას, თუ რისთვის ცოცხლობს ადამიანი, ანუ რისთვის იღვიძებს დილით - ადამიანს აქვს სიცოცხლის მიზნები და ყოველ დღეს გააზრებულად ატარებს.

3. სტრესის დაბალი დონე. 

4. კვების რეჟიმის დაცვა, ანუ არ ღირს ბოლომდე დანაყრება, 80 პროცენტით ამის გაკეთება საკმარისია.

5. ბევრი ხილი და ბოსტნეული, შესაძლებელია თევზი და თეთრი ხორცი.

6. ზომიერად ალკოჰოლი.

7. სოციალურ ჯგუფებში გაწევრიანება და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება.

8. რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.

9. ოჯახის წევრებთან მაქსიმალურად მჭიდრო ურთიერთობა.

რა თქმა უნდა, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე კიდევ ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის გენეტიკაც, თუმცა ამ წესების დაცვა რომ ნამდვილად დადებითად იმოქმედებს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაზე, აშკარაა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები