ნიკა კაკაბაძე უკვე ბევრისთვის საყვარელი ფოტოგრაფია, რომელიც იშვიათ და გამორჩეულ კადრებს იღებს. მისი საქმიანობის სფერო ძირითადად ბუნება, პეიზაჟები და ინტერიერია. ახალგაზრდა ფოტოგრაფი ფოტოების საშუალებით ცდილობს გამოხატოს საკუთარი ემოცია და უფრო მეტი ადამიანის გულამდე მიაღწიოს. სურს თავისი გადაღებული კადრებით ადამიანებს სამყაროს პოზიტიური და ნათელი მხარე დაანახოს. ბათუმიდან არის და მის ფოტოებში ბათუმი ერთ-ერთ ძირითად ხაზს ქმნის. ასევე ბევრს მოგზაურობს და ამიტომაც კიდევ უფრო მრავალფეროვანია მისი ფოტოალბომი.
– პროგრამისტი ვარ. ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია სპორტს. 10 წელი ვთამაშობდი კალათბურთს, 2010 წლიდან
ვვარჯიშობ პარკურზე. სწორედ პარკურმა მიმიყვანა ჩემს დღევანდელ საქმიანობამდე. ვცეკვავდი, ახლაც ვდგამ სხვადასხვა ტიპის შოუებს, ვარ ასევე ფოტოგრაფი და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მრავალფეროვანი ცხოვრება მქონდეს.
– როგორ მოხვედით ფოტოგრაფიაში და რა არის თქვენთვის ამ საქმიანობის მთავარი ხიბლი?
– პირველ რიგში მოტივაცია იყო ის, რომ გამეზიარებინა მეგობრებისთვის ის მომენტები, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. შემდეგ ეს ყველაფერი გადაიქცა საქმედ, რომლის კეთებაც დიდ ბედნიერებას მანიჭებდა. ფოტოგრაფიის დიდი ხიბლი არის ის, რომ თავისუფალი ხარ შენს შემოქმედებაში, არ არსებობს რაიმე წესები, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვა.
– რა მიმართულებით მუშაობთ? ყველაზე მეტად რისი გადაღება გიყვართ?
– ვმუშაობ სხვადასხვა მიმართულებით, ვიღებ პროდუქტებს, ინტერიერს, ექსტერიერს, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, ასევე მაქვს კერძო ფოტოსესიებიც. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად მზის ჩასვლის გადაღება მიყვარს.
– როგორ მოდის ინსპირაცია სხვადასხვა გადაღებისთვის?
– ინსპირაცია მოდის იმ გარემოდან, რომელსაც ქმნის ადამიანი და ლოკაცია.
– ხშირად იღებთ ინტერიერის ფოტოებს. ნებისმიერი ბინის, ინტრიერის, ექსტერიერის გადაღების თხოვნას თანხმდებით, თუ თავადაც უნდა მოგეწონოთ?
– ვთვლი, რომ ყველა ბინას აქვს თავისი ხიბლი, ამიტომ ვთანხმდები ნებისმიერ თხოვნას, მიუხედავად პირველი შთაბეჭდილებისა. გადამწყვეტ როლს თამაშობს დამკვეთის დამოკიდებულება ჩემი შემოქმედების მიმართ.
– როგორია ფოტოგრაფის თვალით დანახული თანამედროვე ინტერიერის დიზაინი? რამდენად დაიხვეწა ადამიანების გემოვნება ბოლო პერიოდში და რა ტენდენციებია აქტუალური?
– თანამედროვე ინტერიერის დიზაინი ყოველდღიურად ვითარდება და იხვეწება. ემატება ფერები, სხვადასხვა ტიპის დეკორაციები და განათებები, რაც დიზაინს ეფექტურობას მატებს. ადამიანები ცდილობენ მხარი აუბან ტრენდებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. აქედან გამომდინარე, ადამიანების გემოვნებაც იხვეწება. თანამედროვე ბინებში ხშირად არის გაერთიანებული სამზარეულო და მისაღები ოთახი, რაც ადამიანის კომფორტზეა მორგებული. ასევე ხშირად გვხვდება
დეკორატიული განათება.
– როგორც ვიცი, ხშირად მოგზაურობთ. რა ადგილი უკავია მოგზაურობას თქვენს ცხოვრებაში და როგორ გახდა ის თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი?
– დიახ, მოგზაურობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ვმოგზაურობ ყოველთვის, როცა ამის საშუალება მაქვს. თავიდან მოგზაურობის საშუალებით გავურბოდი ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებას. ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად კი იქცა იმ შთაბეჭდილებების გამო, რომელსაც თითოეული მოგზაურობა მიტოვებდა.
– საქართველოში მოგზაურობის დროს ყველაზე შთამბეჭდავი რა გინახავთ, რაც დღემდე არ გავიწყდებათ?
– საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახავი იყო აბუდელაურის ფერადი ტბები. სამი სხვადასხვა ფერის ტბა ერთ ადგილას და გარშემო დათოვლილი მთები ულამაზეს პეიზაჟს ქმნიდა, რომელიც არასდროს დამავიწყდება.
– კადრი, რომელიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ, ან ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის...
– ჩემთვის ყველა კადრი განსაკუთრებულია, რადგან თითოეული ასახავს მომენტს, რომელიც აღარ განმეორდება. ჩემთვის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფოტოზე ასახულია ჩემი ძმის და თავისი ახალდაბადებული შვილის ხელები.
– ექსტრემალურ სიტუაციაში თუ გადაგიღიათ ფოტოები?
– ჩემი სპორტული ცხოვრებიდან გამომდინარე, ექსტრემალური გადაღებებიც მქონია. ერთ–ერთი შემთხვევა იყო უფლისციხეში, როცა მომიწია ასვლა კლდის უკიდურეს წერტილში. ცალ ხელზე ვეკიდე და მეორე ხელით ფოტოს ვიღებდი.
– ყველა ფოტო რაიმე ხასიათის ან ამბის მატარებელია. თქვენი ფოტოებით რა გინდათ უთხრათ მნახველს?
– ჩემი ფოტოები გამოირჩევა ღია და ნათელი ფერებით. ამით ვცდილობ მნახველს დავანახო სამყაროს პოზიტიური და ლამაზი მხარე. ჩემი ფოტოები გამოხატავს იმ იმოციას, რომელიც მეუფლება კადრის გადაღებისას.
– დღეს რა პროექტებზე მუშაობთ და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– ამ ეტაპზე ჩემი ინტერესები შეჩერდა ინტერიერის პანორამებზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ ერთ ფოტოში ნახოთ მთელი ოთახი. სამომავლოდ ვაპირებ ჩემი ფოტოსტუდიის გაკეთებას და, რა თქმა უნდა, მოგზაურობას და არაერთი შთამბეჭდავი ადგილის მონახულებას.
მერი ბლიაძე

კომენტარები