ეს ახალზელანდიელი პენსიონერი რამდენიმე საათში გახდა პოპულარული – მიზეზი კი ავეჯი გახლავთ


ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა უჩვეულო ფოტოები, რომელმაც მრავალი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და სულ რამდენმე საათში დიდი პოპულარობაც მოიპოვა. ერთ-ერთი ახლაზელანდიელი ხელოსნის ნამუშევრების ფოტოები ინტერნეტ სივრცეში მისმა ქალიშვილმა გამოაქვეყნა.
ზღაპრული, საოცარი კომოდები და ნახევრად დამტვრეული კარადები თითქოს გაცოცხლდა. ეს ნივთები იმდენად ორიგინალურად გამოიყურება, რომ ხელოსანი მყიდველებს ვეღარ აუდის.



თუმცა, კრეატიული პენსონერი ყველა მსურვილის სურვილს ვერ აკმაყოფილებს.



ნებისმიერ ხელოსანს, რომელსაც ხეზე უმუშავია, ან ავეჯის ფაბრიკაში თავისუფლად შეუძლია კომოდის ან კარადის გაკეთება, მაგრამ ისე, რომ ნამუშევარი ხელოვნების ნიმუშად იქცეს და მილიონობით
ადამიანის გული დაიპყროს? ეს ადვილი ნამდვილად არ არის. ასეთ ნამუშევრებს არა მარტო პროფესიონალიზმი, კრეატიულობა და განსაკუთრებული ნიჭი ჭირდება.



ასეთი გახლავთ ზუსტად ჩვენი ახლაზელანდიელი ხელოსანიც, რომლის ნამუშევრებიც არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.
ასეთ ნივთების ხილვა მხლოდ ზღაპრებსა და ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში გახლავთ შესაძლებელი.



როდესაც ადამიანები ამ ნამუშევრების ფოტოებს ათავლიერებენ გონიათ რომ ეს ფოტოკოლაჟია, თუმცა ფაქტია, რომ ეს აბსოლუტურად ფუნქციური ავეჯი გახლავთ, რომელიც რეალურად არსებობს.



მიუხედავად აშაკარა დეფექტებისა ავეჯის ყველა სახეობა უნაკლოდ ასრულებს თავის ფუნქციას. ერთადერთ ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ვიწრო უჯრები, რომელიც შესანახი სისტემებისთვის ცოტა უჩვეულო და მოუხერხებელია.
თუმცა ეს მომენტი მყიდველებს არ აშინებს.









ხელოსნის კოლექციაშია ასევე უჩვეულო გაბარიტების, მინიატურული სახლები, რომელიც ასვე დიდი პოპულარობით და მოწონებით სარგებლობს.
ამ ნამუშევრებში ყველაფერი ხელნაკეთია, გარდა ჩაიდანისა და ჭურჭლისა. მაგალითად, გლობუსი გოლფის სათამაშო ბურთისგან არის გაკეთებული, საახალწლო განათება კი ღვინის ბოთლებისგან.





მიუხედავად მინიატურული ზომებისა ყველა აქსესუარი და ნივთი სრულფასოვანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი კარი თუ კარადა თავისუფლად იღება და იხურება.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები