ბუტანი _ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ბედნიერების სამინისტრო ფუნქციონირებს


ბუტანი ჰიმალაიში ჩამალული სახელმწიფოა, რომელმაც თვითიზოლაციით ყველას გადაუსწრო.

ამ ქვეყანამ მოახერხა და სასწალებრივად გადაურჩა ორ მსოფლიო ომს და დღესაც კი, გლობალიზაციის ეპოქაში იქ მოხვედრა არც ისე მარტივია რიგი ფორმალობების გამო.



ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ ბუტანში განსაკუთრებულად უფრთხილდებიან ბუნებას, ცდილობენ ის მაქსიმალურად ხელშეუხებელი დატოვონ, ეს მთი საუკუნოვანი ტრადიციაა.



ინტერნეტი და ტელევიზია აქ 1999 წლამდე იკრძალებოდა, დღესდღეობით კი 750 000 ათასიან ქვეყანაში მსოფლიო ქსელში მხოლოდ 15 000 ათასი ადმიანია ჩართული.



ბუტანი სუსტად განვითარებული აგრარული სახელმწიფოა, სადაც მოსხლეობის უმეტესობა პურის ფულს მეურნეობით
შოულობს. ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ყოფით კმაყოფილია. ქვეყანაში ფუნქციონირებს მსოფლიოში ერთადერთი ბედნიერების სამინისტრო.



მოსახლეობის ბედნიერებისკენ სწრაფვა ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი, ყოველწლიურად კი, მოსახლეობის აღწერის დროს, ტარდებას გამოკითხა რამდენად კმაყოფილები არიან ისინი საკუთარი ცხოვრებით.



2005 წელს გამოკითხული მოსახლეობის 45 % ძალიან ბედნიერია, მოსახლეობის 52 % ბედნიერია, ხოლო 3 % არც ისე ბედნიერი.
ინტერნეტთან და ბედნიერებასთან დაკავშირებით აქ ყვეალფერი ძალიან მარტივად არის, თუმცა მოწევა სასტიკად აკრძალულია. დაკავებულ მწეველბს უწევთ ჯარიმის გადახდა 175 ევროს ოდენობით. უცხოელებზე აკრძალვა არ ვრცელდება, თუმცა ისინი მკაცრდ ისჯებიან იმ შემთხვევაში თუ შეეცედებიან თამბაქოს ადგილობრივებისთვის მიყიდვას.



ბუტანის ნახევარი ტერიტორია ეროვნულ პარკად არის გამოცხადებული, სადაც აკრძალულია ნადირობა. ქვეყანაში ბინადრობენ ლომები, ვეფხვები, ლეოპარდები და სხვა ეგზოტიკური ცხოველები.



ადგილობრივი საკვებია ბრინჯი, ხორცი და ბოსტნეული, რაც გამორჩეულად გემრიელია, რადგან ქიმიური დანამატების გამოყენება ამ ქვეყანაში სასტიკად აკრძალულია.

ინდოეთსა და ჩინეთს შორის ჩაკუჭულ სახელმწიფოში ეთაყვანებიან მეფე ჯიგმე ჰესარა ნამგიალა ვანგჩუკს, რომელსაც ამა წლის 21 თებერვალს 40 წელი შეუსრულდა. მეფის დაბადების დღე იმიტომ აღვნიშნეთ, რომ ამ დღეს ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მოსახლეობას მიუსაფარი ძაღლის შეფარება ან ხის დარგვა სთხოვა.

რაც შეეხება უსახლკარო ადამიანებს, ამ ქვეყანაში ასეთი ადამიანები უბრალოდ არ არსებობს. თუ მოხდა ისე, და ვინმე აღმოჩნდეს სახლ-კარის გარეშე მითვის პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისია მხოლოდ მეფისადმი მიმართვა.



ახალი სახლის აშენების შემდეგ ადამიანი უბრალოდ უნდა დასახლდეს ამ ადგილას, ეწეოდეს მეურნეობას და ცხოვრობდეს ბედნიერად.
ახალგაზრდა მეფე დიდი ხნის განმავლიბაში სასურველ სასიძოდ იქცეოდა, თუმცა 31 წლის ასაკში იქორწინა 21 წლის გოგონაზე და ქორწილი ბუდისტური წესების თანახმად გადაიხადა.

2016 წელს პირველ ვაჟი შეეძინა, სულ ცოტა ხნის წინ კი, 2020 წლის 19 მარტს მეორე ვაჟის მამა გახდა.

ბავშვს გაუმართლა და მამის დღეს დაიბადა, მეორე დღეს კი მის ქვეყანაში ბედნიერების დღე იზეიმეს.



აი ასე, წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ 70-იან წლებში ამ ქვეყანაში მოხვდრა მხოლოდ მეფის მიწვევით იყო შესაძლებელი, დღესდღეობით კი, უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმს საკმაოდ სერიოზული თანხები შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები