ულამაზესი სახლები პოპულარული ფილმებიდან, რომლებიც მაყურებლისთვის საოცნებოა


ბევრი ფილმი სიუჟეტის, მსახიობების, კოსტიუმების გარდა, ყურადღებას ულამაზესი სახლებითაც იპყრობს. მაყურებლისთვის კი, ამ სახლების ნახვა, დათვალიერება და თუნდაც ერთი ღამის გათევა, საოცნებოა.
თვალი გადავავლოთ სახლებს პოპულარული ფილმებიდან, რომლებიც შეუძლებელია გონებაში არ ჩაგრჩენოდათ.
1. “შვებულება“/The Holiday

20016 წელს გადაღებულ რომანტიკულ მელოდრამაში ქეით უინსლეტისა და ქამერონ დიასის გმირები სახლების გაცვლას გადაწყვეტენ, რათა თავიანთ ყოველდღიურ ერთფეროვნებას, პრობლემებს, სტრესს და დეპრესიას გაექცნენ. ქამერონ დიასის გმირი, ამანდა, ლონდონის გარეუბანში, მყუდრო სახლში აღმოჩნდება და მიუხედავად იმისა, რომ შენობაში არ არის კომფორტული ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობები, ის მაინც
აღმოჩნდა ბევრისთვის საოცნებო. სახლი დღეს ტურისტებზე ქირავდება.

2. „უბის წიგნაკი“/The Notebook

ამ სახლს ბევრი ყველაზე რომანტიკულ შენობას უწოდებს, რომელიც აქამდე ფილმებში გადაუღიათ. სახლი ამერიკაში, სამხრეთ კაროლინაში მდებარეობს და მის სანახავდ ყოველ დღე უამრავი ადამიანი მიდის ხოლმე.

3. „ქარწაღებულნი“/Gone With The Wind

თამამად სეგვიძლია კინოს ისტორიაში ამ სახლს ყველაზე პოპულარული ვუწოდოთ. ფილმი 1939 წელსაა გადაღებული. სამოქალაქო ომმა სახლს ზიანი მიაყენა, თუმცა შემდეგ აღადგინეს ოდნავ შეცვლილი ფორმით.

4. „ტოსკანის მზის ქვეშ“/Under The Tuscan Sun

ამ ფილმის ნახვის შემდეგ, ალბათ, ბევრს გიოცნებიათ ტოსკანაში, მსგავს სახლში მოხვედრაზე. გიფიქრიათ, რომ თქვენც, ფილმის მთავარი გმირის მსგავსად, ჩაგელაგებინათ ჩემოდანი და საცხოვრებლად იტალიის ამ ულამაზეს მხარეში გადასულიყავით. ფილმში გამოყენებული ულამაზესი სახლი ქირავდება და ტურისტულ სეზონზე იქ დარჩენა უამრავ ვიზიტორს სურს.

5. „მარტო სახლში“/Home Alone


„მარტო სახლში 1“-დან კევინ მაკალისტერის სახლი 2012 წელს 1.5 მილიონ დოლარად გაიყიდა. როგორც ცნობილია, მფლობელებმა მხოლოდ მცირე ცვლილებები შეიტანეს და ძირითადი ნაწილი ზუსტად ისეთია, როგორც პოპულარული ფილმიდან გახსოვთ.

6. „დიდებული გეთსბი“/The Great Gatsby



სასახლე, რომელსაც ფილმში ვხედავთ, მაგიურს, არარეალურს და ზღაპრულს ჰგავს. მის შესაქმნელად სპეციალური ეფექტებია გამოყენებული, მაგრამ სასახლის ძირითადი ნაწილი რეალობაა და ის სიდნეიში, ავსტრალიაში მდებარეობს.

7. „სიამაყე და ცრურწმენა“/Pride & Prejudice



ჯეინ ოსტინის რომანის 2005 წლის ეკრანიზაციაში, გარდა მსახიობებისა და ფილმის სიუჟეტისა, ყურადღებას იპყრობს მისტერ დარსის სასახლე. რა თქმა უნდა, გამოყენებულია სხვადასხვა ეფექტები, თუმცა შენობა, სადაც ფილმი გადაიღეს უილთშაიერში მდებარეობს და შთამბეჭდავია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები