სახლის გაყიდვა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. ზოგიერთი ადვილად ახერხებს ამას, სხვები კი თვეობით ვერ ყიდიან თითქოს ერთი შეხედვით კარგ ბინას. თურმე გაყიდვასაც თავისი ნიუანსები აქვს, რომელიც ყველამ არ იცის. გადავავლოთ თვალი გარკვეულ წესებს.
1. სახლის დათვალიერება გაყიდვამდე
სანამ განცხადებას გამოაქვეყნებთ ან მოიწვევთ მაკლერებს, დარწმუნდით, რა ხარვეზები შეიძლება იყოს ბინაში, რაც მერე გაყიდვას ხელს შეუშლის და თუ შეგიძლიათ, ეს ხარვეზები აღმოფხვერით - მაგალითად, კომუნიკაცია ყველა უნდა მუშაობდეს, წყალგაყვანილობის მილები წესრიგში იყოს. რაც მეტი საკითხი იქნება მოგვარებული, მით უფრო ადვილი იქნება ბინის
გაყიდვა.
2. შეარჩიეთ პროფესიონალები
თუ ბინის გაყიდვას აპირებთ მაკლერების დახმარებით, აუცილებლად კარგად შეარჩიეთ. მათ ცოდნასა და გამოცდილებაზე ბევრი იქნება დამოკიდებული. კარგად შეისწავლეთ მისი პორტფოლიო და კომპანია, სადაც ის მუშაობას.
3. შექმენით მყუდრო და სასიამოვნო გარემო
სანამ ბინას გასაყიდად გამოიტანთ, ეცადეთ, რაც შეიძლება მყუდრო და სასიამოვნო გარემო შექმნათ, რაც ფოტოების გადაღების დროსაც გამოგადგებათ და ნებისმიერ მომავალ კლიენტს კარგად განაწყობს. არეულობა სახლში, სიბინძურე და მიყრილ-მოყრილი ნივთები, ყოველთვის უარყოფითად მოქმედებს. არ იქნება ურიგო, თუ კერძო სახლია, ეზოც მოაწესრიგოთ, ხოლო თუ ბინაა, სადარბაზოც მოასუფთავეთ.
4. კარადები და თაროები დააცარიელეთ
პოტენციური მყიდველები ხშირად აქცევენ ყურადღებას სათავსოებს და შესანახ ადგილებს. ამიტომ შეიძლება კარადებიც გამოაღონ, უჯრებიც და საკუჭნაოშიც შეიხედონ. სასურველია, ყველაფერი ზედმეტი მოაცილოთ სახლიდან და რაც შეიძლება მეტი სივრცე გამოაჩინოთ.
5. გამოაქვეყნეთ განცხადება ინტერნეტში
პოტენციური მყიდველების რაოდენობის გასაზრდელად აუცილებელია განცხადების ინტერნეტში განთავსება, რადგან ბევრი ადამიანი სწორედ ინტერნეტით ეძებს ბინებს და არა გაზეთებიდან ან სამაკლერო კომპანიებიდან. გადაუღეთ სახლს კარგი ფოტოები და განათავსეთ ფოტოები და ინფორმაცია ინტერნეტში, შესაბამის ვებგვერდებზე.
6. შექმენით ნათელი გარემო და გამოაჩინეთ დიდი სივრცე
გამოცდილმა მაკლერებმა იციან, რომ მყიდველი სასურველი ბინის სანახავად, თუ ის კარგად გამოიყურება, ჯობს დღისით მიიყვანონ, რაც შეიძლება ნათლად რომ გამოჩნდეს დადებითი მხარეები და სივრცეც უფრო - დიდი. თუ საღამოს საათებში მიიღებთ პოტენციურ მყიდველებს, ჩართეთ კარგი განათება.
7. შეინახეთ ფასეული ნივთები
ესეც ერთ-ერთი მთავარი წესია - თუ თავადაც ცხოვრობთ ჯერ ბინაში და ისე ყიდით, მაქსიმალურად დაცულ ადგილას გქონდეთ ძვირფასი ნივთები, ფული, სამკაულები, რომ სხვადასხვა უცნობ ადამიანს თვალში არ მოხვდეს ისინი ბინის დათვალიერების დროს. თუ ცარიელ ბინას ყიდით, იქიდან გაიტანეთ ყველაფერი, რის დატოვებასაც ან ცალკე გაყიდვას არ ფიქრობთ.