პრინცმა ჰარიმ და მეგანმა 15 მლნ დოლარად იყიდეს მელ გიბსონის ყოფილი სახლი მალიბუში

ჰარიმ და მეგანმა, როგორც ჩანს, საბოლოოდ გადაწყვიტეს ამერიკაში დაფუძნება. როგორც ამბობენ, სასექსებმა კალიფორნიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რაიონში შეიძინეს სახლი.  რამდენიმე კვირის წინ, პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამწვავების შემდეგ, მათ კანადა დატოვეს და მეგანის მშობლიურ ლოს-ანჯელესში დაბრუნდნენ. სწრაფი გადასვლის გამო, ნაქირავებ ვილაში ცხოვრობენ, თუმცა ამბობენ, რომ უკვე შეიძინეს სახლი და მალე გადავლენ იქ. 

გავრცელებული ხმების თანახმად, მათ მელ გიბსონის ყოფილი ვილა იყიდეს, 15 მლნ დოლარად. სახლი მალიბუშია, იქვე ახლოს ცხოვრობს მეგანის დედა. სახლს აქვს დიდი აუზი, სტუმრების სივრცე, ბევრი სააბაზანო, საძინებლები და
ელიტური საცხოვრებლისთვის დამახასიათებელი ყველანაირი კომფორტი.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები