ვედური ასტროლოგიის მიხედვით, 26 აპრილი ჯადოსნური თარიღია. მას "აკშაია ტრიტია" ჰქვია და უძველესი დროიდან განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
ეს არის დღე, როცა მზე და მთვარე ეგზალტირებულია (პლანეტის იმ ნიშანში მდებარეობა, სადაც მას შეუძლია იკაშკაშოს, მისი თვისებები გაძლიერებულია) და ამ დღეს შეგვიძლია ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცალოთ, ჩავატაროთ რაიმე რიტუალი.
უფრო კონკრეტულად განვმარტოთ, რას ნიშნავს ეგზალტაცია, ეს არის დღე, როცა მზე იმყოფება - ვერძში , სადაც თავს ყველაზე კარგად გრძნობს, სრულყოფილად ავლენს თავის თვისებებს. ხოლო მთვარე იმყოფება კუროში , სწორედ აქ გრძნობს თავს მთვარე
ყველაზე კარგად. არ გაგიკვირდეთ, ეს უნიკალური დღე აღინიშნება ვედური ასტროლოგიის მიხედვით და ამიტომ არის მზე ვერძში და არა კუროში, როგორც ახლა ჩვენთან.
ახლა რაც შეეხება უშუალოდ 26 აპრილს: სასურველია, ამ დღეს ადრე ადგომა, წაიკითხეთ მანტრა (სასურველია, დილას მზის მანტრა წაიკითხოთ, საღამოს - მთვარის), ილოცეთ, აანთეთ სანთელი; საკენკი დაუყარეთ ჩიტებს; მორწყეთ მცენარეები, ქოთნის ყვავილები (ამ დღეს საუკეთესოა ყვავილების, მცენარეების დარგვა); ივარჯიშეთ, თუ იოგის მიმდევარი ხართ, შეასრულეთ სურია ნამასკარის ("მზის მისალმება") კომპლექსი.
თუ შესაძლებლობა გაქვთ, შეიძინეთ ვერცხლისა და ოქროს სამკაული. აგრეთვე შეგიძლიათ, ოქროს ან ვერცხლის ნაკეთობა თქვენს საყვარელ ადამიანებს აჩუქოთ. თუ თავად აკეთებთ სამკაულებს, გაიკეთეთ თილისმა-სამკაული.
დღის განმავლობაში კარგია ქველმოქმედება. ეს შეიძლება იყოს: საკვები, სამოსი, ფული. დაურიგეთ გაჭირვებულებს. ინდოეთში ფულის გარდა შესაწირად ითვლება: რძე, ხილი და ბოსტნეული.
წაიკითხეთ სრულად