"იდეალური სასახლე" - ჩვეულებრივი ფოსტალიონის მიერ აგებული შედევრი, რომელიც მსოფლიოს აოცებს

დაუჯერებელია, მაგრამ ეს სასახლე, რომელსაც იდეალური სასახლე უწოდეს, არაარქიტექტორმა და არამშენებელმა, ჩვეულებრივმა ფოსტალიონმა ააგო, თან - სრულიად მარტომ. ეს მართლაც საოცარი ამბავია, რომელიც რეჟისორების შთაგონების წყაროც გახდა და რამდენიმე ფილმიც მიუძღვნეს.

ჟოზეფ ფერდინან შევალი, უფრო ცნობილი იყო, როგორც ფოსტალიონი შევალი. 

13 წელი მცხობელის დამხმარედ იმუშავა, შემდეგ მცხობელად ვალანსსა და შასლში, 1865 წელს კი, ვაჟის გარდაცვალების შემდეგ, სოფლის მეურნეობაში სცადა ძალები, თუმცა მალე გაუცრუვდა იმედი. 1867 წელს საფრანგეთში, ოტრივში, თავის სოფელთან ახლოს ფოსტალიონობა დაიწყო.

ფოსტის ტარებისას ყოველდღე 25-30 კილომეტრს გადიოდა და
ურიკაში ალაგებდა ყველა ქვას და კენჭს, რომელსაც ბუნებრივი ფორმა ჰქონდა. 

1878 წელს მეორე ცოლის მზითვისა და მცირე დანაზოგის დახმარებით შეიძინა პატარა მიწა, სადაც ჯერ სახლი ააშენა, მერე კი პატარა ქალიშვილი გაუჩნდა და სწორედ მის სახელზე დაიწყო სასახლის აშენება სახლთან ახლოს. 

33 წლის განმავლობაში, მარტო მუშაობდა, ღამით და სამსახურისგან თავისუფალ დროს, ნებისმიერ ამინდში. ბევრს უტოპიურად მიაჩნდა მისი საქმიანიბა, დასცინოდნენ - მით უმეტეს, რომ არავითარი განათლება და გამოცდილება ამ სფეროში არ ჰქონდა. თუმცა 33 წლის თავზე, მან ოცნებას ხორცი შეასხა და საოცარი სასახლე ააშენა. 


შევალი ცოლ-შვილთან ერთად

სასახლე ისეთი საოცარი გამოდგა, უამრავი ადამიანი ჩამოდიოდა მის სანახავად. ღია ბარათებს ბეჭდავდნენ მისი გამოსახულებით. შევალი კი ისევ დადიოდა ურიკით, დაატარებდა ქვებს და ისევ და ისევ სრულყოფდა თავის ქმნილებას.
ამასობაში მას ქალიშვილიც გარდაეცვალა და ცოლიც. რაკი უარი უთხრა ხელისუფლებამ, რომ ისინი თავის სასახლეში დაეკრძალა და თავადაც გარდაცვალების შემდეგ იქ დამარხულიყო, სოფლის სასაფლაოზე კიდევ ერთი შედევრი აღმართა - საგვარეულო აკლდამა, თავისი ოჯახის წევრების 

საგვარეულო აკლდამა

1930-იან წლებში სასახლე პაბლო პიკასო და ანდრე ბრეტონიც სტუმრობდნენ. 

1969 წელს კი სასახლეც და აკლდამაც შარლ დე გოლის მთავრობამ ისტორიულ და კულტურულ ძეგლად აღიარა.





კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები