ზუგდიდის დასუფთავების სამსახურმა ჩვენი ყურადღება ჯერ კიდევ შარშან მიიპყრო. როგორც წესი, ყოველ წელს მათ ფეისბუქგვერდზე ულამაზესი ეზოების ფოტოები ვრცელდება და კონკურსი ტარდება, რომელშიც საუკეთესო ეზო-ბაღების მფლობელები ვლინდებიან ხოლმე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით. სწორედ ამ ლამაზ ეზოებზე და ზოგადად სამეგრელოში ეზო-ბაღების მოვლის მრავალხნიან ტრადიციებზე გვესაუბრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ. „ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ დირექტორი ნუგზარ მალაშხია:
- ა.ა.ი.პ. „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ დაფუძნებულია 2007 წლიდან; ჩვენს სამსახურში დასაქმებულია 474 მუშა-მოსამსახურე, რომლებიც ემსახურებიან ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48-ვე სასოფლო ერთეულს.
ყოველდღიური და ყოველკვირეული მომსახურება ეწევა 850-ზე მეტ
სხვადასხვა კომერციულ და საჯარო ობიექტს. 2018-2019 წლებში მყარი ნარჩენების ეფექტიანად მართვის უზრუნველყოფის მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით ჩატარდა 95-ზე მეტი სხვადასხვა აქტივობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა.
პანდემიის გამოცხადებიდან ყოველდღიურად სრული შემადგენლობით მუშაობდა, რაც შეეხება ადმინისტრაციას დისტანციური მოთხოვნების სრული შესაბამისობით.
პანდემიის პერიოდში ღამის საათებში სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით გაირეცხა ქალაქის ყველა უბანი, დასახლებები, ქალაქის 10 ცენტრალური ქუჩა.
- რას იტყვით ბაღებისა და ეზოების კონკურსზე, რომელსაც ატარებთ ხოლმე?
- გვაქვს ნომინაცია სუფთა ეზო, სადაც ყოველწლიურად ჩვენ წარვადგენთ მასში გამარჯვებულ ეზოს, სოფელს, ქუჩას და ა.შ. ყოველწლიურად ვადგენთ 5 სოფელს, ბოლოს 2019 წლის შედეგების მიხედვით გაიმარჯვა სოფელმა ორსანტიამ. ანალოგიურად წარდგენილი გვქონდა 5 ოჯახი, საიდანაც გაიმარჯვა სოფ. ჭკადუაშიდან ყუფუნიების ოჯახმა და მათმა ეზომ, ქალაქ ზუგდიდიდან ოდიშის ქუჩა N2 კახა ხასაიას ოჯახმა და ა.შ. გამარჯვებულთა გამოვლენა ხდება კარდაკარ შემოვლით, ხშირად თავად მოქალაქეებიც გვიკავშირდებიან.
ყუფუნიების ეზო
ზოგადად სამეგრელოში ლამაზი ეზოები ტრადიციულია და ძალიან დიდ შთაბეჭდილებებს ახდენს მნახველებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ჩამოსულ ტურისტებზე.
ამ ტრადიციის ყველაზე საუკეთესო ნიმუშია ალბათ დადიანების სასახლის ეზო და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
დადიანების სასახლის ეზოში (შუაში - ნუგზარ მალაშხია)