ეს პატარა სახლი ისეთი ლამაზია, ბევრი ზრდასრულიც არ იტყოდა უარს იქ ცხოვრებაზე. თუმცა ის ორი პატარა პრინცესას კუთვნილებაა, რომლებსაც ძალიან გაუმართლათ მამაში.
5 წლის ეივერიმ მამას სთხოვა, პაწაწინა სახლი აეშენებინა, სადაც ის და თავისი უმცროსი და - 2 წლის ვაიოლეტი ითამაშებდნენ ხოლმე. ადამ ბოიდმა, რომელიც პროფესიით მშენებელია, შვილის თხოვნა გულთან ახლოს მიიტანა და საქმესაც შეუდგა.
"როცა ვაშენებდი, ჩემს გოგონებზე ვფიქრობდი და მინდოდა, რომ ეამაყათ შედეგით", - ამბობს მამა.
ის თითქმის ერთი წელი აგებდა და საბოლოოდ პატარა სასახლე გამოუვიდა. სახლი ორსართულიანია,
ზედვე აქვს მიბმული სასრიალო, საქანელები, ბაწრის კიბე და ბევრი სხვა გასართობი.
შიგნით პატარა სამზარეულოა, ბევრი წიგნი და სათამაშო. კედლები იისფრად არის შეღებილი. ახლა გოგონები იქ ყოველდღე დიდ დროს ატარებენ - დედასთან ერთად რესტორნობანას თანაშობენ და ჩაის მიირთმევენ, ათვალიერებენ წიგნებს, ერთობიან. ადამს სჯერა, რომ მისი ქმნილება ბევრი წელი იქნება ბავშვებისთვის საყვარელი ადგილი.