7 მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება იგრძნოთ თავი არაკომფორტულად საკუთარ სახლში

სახლი ის ადგილია, სადაც ადამიანი ენერგიით იმუხტება, ისვენებს და იღებს დადებით ემოციებს. თუ ატყობთ, რომ თქვენ შემთხვევაში ასე არ ხდება, დროა სიტუაცია გააანალიზოთ. შესაძლოა თქვენს სახლში რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს.

1. შესაფერისი ტემპერატურა
თუ სახლში რა თქმა უნდა სეზონის გათვალისწინებით, ძალიან ცხელა, ან პირიქით, ცივა, ან სახლი ნესტიანია, შესაძლოა ამან თქვენს ემოციებზე ძალიან ნეგატიური გავლენა მოახდინოს. აუცილებლად დაფიქრდით, რისი გაკეთებაა შესაძლებელი იპტიმალური ტემპერატურის შესანარჩუნელად და შესაბამისად, ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

2. სუფთა ჰაერი

სახლი ის ადგილია, სადაც ვუმასპინძლდებით
სტუმრებს, ვამზადებთ სადილებს, ვალაგებთ სხვადასხვა ქიმიური საშუალებით. შესაბამისად, დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის სუნი ჩნდება. გემრიელი სადილის სუნიც კი შესაძლოა ძალიან შემაწუხებელი გახდეს, ისე, რომ პირდაპირ აისახოს თქვენს გუნება-განწყობაზე. ამიტომ, გირჩევთ მაქსიმალურად ხშირად გაანიავოთ ოთახები მიუხედავად იმისა, გარეთ ცივა თუ არა. სუფთა ჰაერი ძალიან მნიშვნელოვანია ადამანის ჯანმრთელობისთვის და განსაკუთრებით ფსიქიკისთვის.

3. ბევრი პატარა დეტალი
სახლის მოწყობის დროს ძალიან ნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის იგრძნობოდეს სივრცე. გადატვირთული სახლი ადამიანს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, ამიტომ ეცადეთ მოიშოროთ თავიდან უსარგებლო პატარ-პატარა დეტალები და სივრცე განტვირთოთ.

4. არეულობა


თუ სახლში ბავშვები არიან, წესრიგის შენარჩუნება არცთუ მარტივია, მაგრამ მაინც შესაძლებელი. ეცადეთ ყველაფერ ისე მოაწყოთ, რომ ხელი შეუშალოთ ნაგვის დაგროვებას. მაშინვე მოიშორეთ თავიდან ძველი ჟურნალ-გაზეთები, ცარიელი ყუთები, ქუდებისა და ხელთათმანებისთვის გამოყავით შესაფერისი ადგილი და ასწავლეთ ბავშვებს ნივთებისთვის საკუთარი ადგილის მიჩენა. ეს საქმეს ბევრად გაგიმარტივებთ, მთავარია, ოჯახის ყველა წევრმა ზუსტად იცოდეს, სად უნდა მოათავსოს ესა თუ ის ნივთი.

5. მოუხერხებელი საძინებელი

თითქმის სავალდებულოა, რომ საძინენებლი სახლის ყველაზე მოხერხებული და კომფორტული ზონა იყოს. ეს ხომ სწორედ ის ადგილია, სადაც საბოლოოდ ვდუნდებით და ვიკრებთ ძალებს შემდეგი დღისათვის.

6. განათება


ცუდი განათება პირდაპირ შეიძლება აისახოს ადამიანის ფსიქიკაზე. ყველამ ვიცით, რომ მზის სხივებს სასწაულების მოხდენა შეუძლია. მას შეუძლია გაგვაბედნიეროს და მისმა დეფიციტმა შესაძლოა ადამიანში დეპრესიაც კი გამოიწვიოს. ამიტომ, ეს ფაქტორი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ.

7. არასწორად შერჩეული კედლების ფერი

ამ საკითხზე ბევრი გვისაუბრია, თუმცა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ინტერიერის მოწყობის დროს კედლის ფერის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. ფერი კი უნდა იყოს ნეიტრალური და თბილი, რაც თქვენი პოზიტივის გარანტი იქნება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები