5 ოქტომბრიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის პირველი ნაწილი გამოვა.
"დიდი ვიზუალური ენციკლოპედია" გამომცემლობა "პალიტრა L-ის" ახალი პროექტია. მასში თავმოყრილია 25 000 განმარტება, 8 000 დეტალური ილუსტრაცია, ყველა ტერმინი ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად.
წიგნის სპეციალური ფასი იქნება 10.00 ლარი, გაზეთთან ერთად - 11.50.
მკითხველთა ფართო წრისათვის განკუთვნილი ეს გამოცემა 18 თემადაა დაყოფილი.
პირველ ტომში შედის შემდეგი თემები:
მცენარეების ნაწილში მოცემულია ინფრომაცია მისი ნაირსახეობის, ზრდა-განთვითარებისა და მრეწველობაში გამოყენების შესახებ.
"ეს წიგნი ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და გამოსადეგი. უნდა აღვნიშნო, რომ არის ძალიან ლამაზად ილუსტრირებული და ფერთა გამა მშვენივრადაა შეხამებული. კარგად არის ახსნილი მცენარის აგებულება, მისი ზრდა-განვითარება. ასევე, მოცემულია, როგორ უნდა გამოვიყენოთ მცენარეები მრეწველობაში", - ანი არველაძე, ყვავილების მაღაზია "ანემონეს" დამფუძნებელი.
რაც შეეხება ცხოველების ნაწილს, აქ მოცემულია ინფორმაცია ევოლუციის შესახებ, ასევე, თევზებზე, მწერებზე, ქვეწარმავლებზე, სხვადასხვა ჩლიქოსან, მტაცებელ, ჩანთოსან თუ წყლის ძუძუმწოვრებზე.
"ძალიან გამოსადეგი წიგნი იქნება ყველასთვის. ბევრი ინფორმაციაა მოცემული, მათ შორის, ცხოველებზე. თუ რამე გაინტერესებთ, შეგიძლიათ, მოიძიოთ ძალიან სწრაფად", - ზურაბ გურიელიძე, ზოოპარკის დირექტორი.
"დიდ ვიზუალურ ენციკლოპედიაში" ტერმინები იერარქიული პრინციპით არის წარმოდგენილი: თემა, ქვეთემა, სათაური, ქვესათაური, ილუსტრაცია, ტერ-მინოლოგია. მაგალითად, განმარტება ტერმინისა „ცხოველები“ ეკუთვნის თავში მოხსენიებულ ყველა ცხოველს, ხოლო ტერმინ „ქვეწარმავლის“ გან-მარტება არ მეორდება ყოველი ქვეწარმავლის განხილვისას, არამედ კონკრე-ტულ შემთხვევაში ყურადღება ექცევა მახასიათებელს (გველს გრძელი ცი-ლინდრული კორპუსი აქვს, კუ ბაქანს ატარებს და ა.შ.). ილუსტრაციები და განმარტებები ავსებს ერთმანეთს, ამიტომ სიტყვიერი განმარტებები აღარ იმეორებს იმას, რაც ილუსტრაციაზე ჩანს.
გამოცემა 7 ტომად, თვეში ერთხელ, სპეციალურ ფასად გამოვა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად. როგორც გამომცემლობა „პალიტრა L-ში“ გან-მარტავენ, ამ გზით ენციკლოპედია მკითხველისთვის მაქსიმალურად ხელმი-საწვდომი გახდება.

- დედამიწა;
- მცენარეები;
- ცხოველები.
- ამ ტომიდან მკითხველი შეიტყობს ინფორმაციას დედამიწის სტრუქტურის, მისი მახასიათებლების, სხვდასხვა ბუნებრივი მოვლენის, ფიზიკური და პოლიტიკური კარტოგრაფიის, მეტეოროლოგიური რუკისა და სადგურის, მინერალების, კვებითი ჯაჭვის შესახებ და სხვა.