ძალიან ბევრ ჩვენგანს ჰქონია სიტუაცია, როდესაც ოთახის გაყოფა და-ძმასთან უხდებოდა ან უხდება. ეს მარტივი არ არის, თითოეულ ჩვენგანს ხომ უნდა და სჭირდება საკუთარი, ინდივიდუალური, პირადი სივრცე, შესაძლოა ძალიან მცირე ზომის, მაგრამ მარტო ჩვენი.
სამი ქალიშვილის დედას კარგად ესმოდა ეს პრობლემა და განუწყვეტლივ ფიქრობდა, როგორ შეეძლო მისი მაქსიმალურად უპრობლემოდ და დადებითად გადაწყვეტა და საბოლოოდ მოიფიქრა მულტი-თემატური საძინებლის მოწყობა სამი ქალიშვილისთვის.
ამ იდეის წყალობით მოხერხდა, რომ სამივე გოგონას საკუთარი პირადი სივრცე აქვს.
როდესაც ოჯახში 4 ბავშვია და აქედან სამს ერთ ოთახში უწევს
ცხოვრება, მშობელს არაფერი დარჩენია იმის გარდა, რომ მაქსიმალურად მიმართოს ფანტაზიასა და შემოქმედებას.
რემონტისთვის საინტერესო და პრაქტიკული იდეები სამი ქალიშვილის დედამ ინტერნეტში მოიძია. გეგმა მეუღლესათან და ბავშვებთან ერთად განიხილა და შეუდგა საქმეს.
საგულდაგულო ანალიზის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ოთახი არც ისეთი პატარა ზომის იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. გეგმის მთავარი ამოცანა არსებული ზონის სამ სივრცედ გაყოფა იყო.
იმისათვის, რომ ყველაფერი საინტერესოდ გამოსულიყო და გოგონებს მათთვის განკუთვნილ ზონებში თავი მაქსიმალურად კომფორტულად ეგრძნოთ, გადაწყვიტა თითოეული კუთხე თემატურად მოეწყო.
გარდა სტილისა, საწოლი ადგილებიც მაქსიმალურად მოხერხებული უნდა ყოფილიყო. ასევე მოსაწყობი იყო კარადები და სამუშაო მაგიდები.
უფროსი გოგონა ჰარი პოტერის თავგადასავლებით არის გატაცებული და დედამ გადაწყვიტა ამ თემატიკაზე გაემახვილებინა ყურადღება. მონდომებულმა ქალბატონმა შესაფერისი შპალერის მოძიებაც კი მოახერხა. არსებული სივრცის რაციონალურად გამოსაყენებლად საწოლი-სათავსოს გაკეთება გახდა საჭირო, რომლის ქვეშაც სამუშაო ზონა განთავსდა. რადგან გოგონას ძალიან უყვარს ტელევიზორის ყურება, ადგილი ამ მოწყობილობისთვისაც მოიძებნა.
ტყუპი გოგონებისთვის კი ორიარუსიანი ცოტა უცნაური საწოლი გააკეთებინეს. პირველი იარუსი პოდიუმზე განათავსეს, რათა მის ქვეშ სათავსოები მოეწყოთ. თავად კუთხე კი მულტფილმი "101 დალმატინელის" თემატიკის მიხედვით მოეწყო. ლოგინის თეთრეულიც კი შესაბამისი თემატიკის შეიძინეს.
გამოყენებულ იქნა ასევე არისტოკრატი კატების ნახატები და პრინტები.
ერთადერთი, რაც ალბათ იმსახურებს შენიშვნას, ტელევიზორია საძინებელში, თანაც, საწოლთან. იმედია, ამ შენიშვნას, რომელიც დედას კომენტარებშიც მისწერეს, ის აუცილებლად გაითვალისწინებს.