ზოგიერთ ადამიანს ძალიან უყვარს მაგიდაზე შემოსკუპება, თუმცა სულაც არ არის ეს თურმე კარგი ჩვევა.
ამ წესს რამდენიმე განმარტება გააჩნია, თუმცა ძირითადად ეს აკრძალვა ჩვენი წინაპრების ცრურწმენებისადმი დამოკიდებულებას უკავშირდება.
ჩვენ ბებიებსა და ბაბუებს ახასიათებდათ გარკვეული წესების მორჩილება, რასაც ჩვენ ცრურწმენებს ვეძახით, თუმცა მათ ამ წესების მართლა სჯეროდათ და საკუთარი ცხოვრებაც სწორედ მათზე დაყრდნობით ჰქონდათ რეგლამენტირებული.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ზოგიერთ ჩვეულება დღესაც არ კარგავს აქტუალობას.
წმინდა ადგილი
ისე, როგორც ახლა, ძველადაც მაგიდა ის ადგილი იყო სახლში, რომლის გარშემოც მთელი ოჯახი იკრობებოდა სასაუბროდ, სასადილოდ
თუ რაიმე მნიშვნელოვანი საქმის განსახილველად. ტრაპეზის დაწყების წინ ბევრი ადამიანი ლოცულობდა, ღმერთს ესაუბრებოდა, ერთი სიტყვით, ეს იყო ერთ-ერთი წმინდა ადგილი სახლში.
ითვლებოდა, რომ ოჯახის წევრს, რომელიც მაგიდაზე წამოსკუპებას გაბედავდა, უსიამოვნებები ელოდა.
უსიამოვნებები პირად ცხოვრებაში
ჩვენი წინაპრები ძალიან ბევრ რამეს უკავშირებდნენ პირად ცხოვრებას. მათ აზრით, გოგონა ან ბიჭი, რომელიც მაგიდაზე დაჯდებოდა განწირული იყო მარტოობისთვის.
კუთხეების მისტიური ძალა
ძველად ითვლებოდა, რომ კუთხეს ქონდა განსაკუთრებული ენერგია, რომელსაც შეეძლო გამკლავებოდა ადამიანის უარყოფით ძალებს. კუთხეში მდგომ ადამიანს შეეძლო მიეღო დადებითი ენერგია და სწორედ ამიტომ აყენებდნენ ბავშვებს კუთხეში. ითვლებოდა, რომ ასე ბავშვი უფრო მალე დამშვიდდებოდა.
მაგიდის კუთხეში დაჯდომა კი, მოგეხსენებათ, იმას ნიშნავდა, რომ დიდხანს ვერ დაოჯახდებოდი...
უნდა დაუჯეროთ თუ არა ამ წესებს, თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა ნუ დავივიწყებთ ეთიკის და ჰიგიენის ბანალური წესების შესახებ. მაგიდაზე ჯდომა, განსაკუთრებით იმ მაგიდაზე, სადაც ადამიანები სადილობენ, ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი.