ბოსელში ცხოვრების იდეა არ გვგგონია, ვინმეს მომხიბვლელად მოეჩვენოს, თუ, რა თქმა უნდა, გამოუვალი მდგომარეობა არ არის.
თუმცა ყველა ბოსელი როდი შეიძლება წარმოიდგინოთ კოშმარულ თავშესაფარად. აბა, ამ ბოსელზე რას იტყვით, რომელიც ბრიტანელმა მშენებელმა მართლაც რომ სასახლედ აქცია და 1,25 მლნ დოლარადაც გაყიდა.
მოდით, დავათვალიეროთ ეს ავარიული ფერმა, შევიხედოთ შიგნით და ერთად ვნახოთ ეს საოცრება.
ფერმა ნორფოლკის საგრაფოს სამხრეთით მდებარეობს. მშენებელს დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა ამ ბოსელის სახლად გადასაკეთებლად.
იმისათვის, რომ ძველი ავარიული ფერმა ახალ შენობად ექცია, მშენებელს ყველა კედლის ახლიდან აშენება მოუხდა.
საჭირო გახდა ასევე საძირკველის გამაგრება და ყველა ტიხრის თავიდან გაკეთება. რა თქმა უნდა, აღარ არის საუბარი კომუნიკაციებზე და სხვა შავ სამუშაოებზე. ტიტანური შრომის შედეგად საბოლოოდ მიიღო შედეგი - ელიტური ვილა ოთხი საძინებლით, თითოეულს აქვს საკუთარი აბაზანა და საპირფარეშო, სამი დიდი მისაღები, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო, სასადილო ოთახი და კინოდარბაზი.
იმისათვის, რომ ოთახები ნათელი გამოსულიყო მეპატრონემ სივრცე ორ დონედ გაყო. მოსაპირკეთებელ მასალად გამოიყენა ღია ფერის მასალა, რა თქმა უნდა, გაიყვანა ცენტრალური გათბობა, ოღონდ არა რადიატორებით, გათბობის სისტემა იატაკის ქვეშ გააკეთა.
სახლს აქვს სამადგილიანი ფარეხი. ღირებულებაში ასევე შედის მიწის ნაკვეთი, სადაც ლამაზი ბაღია გაშენებული.