ეს ერთი შეხედვით მოკრძალებული ქოხი განსაკუთრებულ ინტერიერს მალავს

კერძო სახლების ექსტერიერით შესაძლებელია ხოლმე იმის განსაზღვრა, როგორი შეიძლება იყოს ამ სახლის ინტერიერი. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. სან-ფრანცისკოში მდებარე ამ სახლის ექსტერიერი არანაირად არ შეესატყვისება მის ინტერიერს.
საცხოვრებელი სახლის გარე ფასადზე მესაკუთრეები ბევრს ფიქრობენ ხოლმე, ცდილობენ ის მაქსიმალურად დახვეწილი და ლამაზი იყოს, რადგან გარე ფასადი გარკვეულწილად გამოხატავს ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრების დონესაც კი. მაგრამ ხდება ისე, რომ სახლს, შენობას აქვს გარკვეული ისტორიული ან თუნდაც სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ფასეულობა და ახალ მფლობელებს არაფრის შეცვლა უნდათ, პირიქით, ცდილობენ, რომ იმ რაღაც განსაკუთრებულ
დატვირთვას კიდევ უფრო მეტად და მკვეთრად გაუსვან ხაზი.

სწორედ ასე მოიქცა სან-ფრანცისკოში მცხოვრები ქალბატონი. მისი რაიონის ისტორიულ ნაწილში გავლის დროს მრავალ თანამედროვე და ლამაზ კოტეჯს შორის აუცილებლად შენიშნავთ ამ ერთი შეხდვით ხის ქოხს, რომელიც არანაირად ჯდება საერთო სივრცეში. სახლი მიტოვებულს და უპატრონოს ჰგავს.
თუმცა ასე როდია, უბრალოდ, მისი ახლი მფლობელი არაფრის შეცვლას აპირებს, მას სურს სახლს პირვანდელი სახე შეუნარჩუნოს.

ერთადერთი, რაც მან გააკეთა გახლავთ ის, რომ სახლის შიგნით შექმნა მართლაც ძალიან დახვეწილი და ელეგანტური ინტერიერი.
თავდაპირველად ეს კოტეჯი იყო ქოხი, რომელიც 1906 წელს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ სახელდახელოდ ააშენეს ადამიანებისთვის თავშესაფრის მოწყობის მიზნით. აღნიშნული მიწისძვრის შედეგად მრავალი ადამიანი დარჩა სახლ-კარის გარეშე და მთავრობა მათ საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფდა. სულ რამდენიმე დღეში დაახლოებით 5, 6 ათასი მსგავსი ხის საცხოვრებელი აშენდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს სახლები საკმაოდ სუსტი იყო და საძირკველის გარეშე იყო აშენებული, ძალიან მალე საცხოვრებლად აღარ ვარგოდა. მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა გაუმაგრა საძირკველი და შეინარჩუნა შენობა. ასეთი გამაგრებული სახლები დღესაც არსებობს.

ეს ქოხი სწორედ ერთ-ერთი იმ სახლთაგანია, რომლის ინტერიერიც 70-იან წლებში განაახლეს ისე, რომ გარეთა ფასადს არ შეხებიან. შიგნიდან კი თანამედროვე, დახვეწილი საცხოვრებელი გაკეთდა, მით უმეტეს, რომ ფართობი, 65 კვადრატული მეტრი, იძლეოდა იმის საშუალებას, გაკეთებულიყო მოზრდილი სამზარეულო და სრულფასოვანი აბაზანა.

რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ყველა ახალი მეპატრონე საკუთარი გემოვნებით ცვლიდა შიდა ინტერიერს, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი ცვლილებები ბოლო დიასახლისის დროს განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოების უმეტესობა ქალბატონმა საკუთარი ხელით შეასრულა. დატოვებული ვინტაჟური ავეჯიც საკუთარი გემოვნებით გადაასხვაფერა და ნამდვილად ორიგინალური იერი მიანიჭა. ახალი ავეჯიც გემოვნებით შეუხამა, რათა საერთო ინტერიერი არ დარღვეულიყო და არჩევანი ბუნებრივი ხის მასალაზე გააკეთა.
გამომდინარე იქიდან, რომ სახლი მიწაზე დგას, მოხერხდა პატარა, ლამაზი ბაღის გაკეთებაც, რომელმაც ქოხს კიდევ უფრო მეტი სითბო და სიმყუდროვე შესძინა.





კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები