როგორ გავწმინდოთ ტელეფონები
მობილური ტელეფონი ადამიანის ხელთ არსებულ საგნათა შორის ყველაზე ჭუჭყიან ნივთად მიიჩნევა. ეს არ გახლავთ მხოლოდ მოსაზრება. მეცნიერებმა ამასთან დაკავშირებით კველევბი ჩაატარეს და დაამტკიცეს, რომ გარდა მტვრისა და ჭუჭყისა, სმარტფონზე ძალიან ხშირად შეინიშნება სხვადასხვა პარაზიტის, ფეკალიებისა და სიცოცხლისათვის საშიში ბაქტერიების კვალი. ყველაფერი ეს იძლევა იმის საბაბს, რომ სასწრაფოდ მოვკიდოთ ხელი ჩვენს ტელეფონებს და საფუძვლიანად გავასუფთავოთ, თანაც, ყოველდღიურად. ხოლო მის გენერალურ წმენდას კვირაში ერთხელ გირჩევთ და გასწავლით, როგორ უნდა გააკეთოთ ეს ისე, რომ არც ტელეფონი დააზიანოთ და სასურველი შედეგიც მიიღოთ.
გავრცელებული აზრის მიუხედავად, ფანჯრების საწმენდი ხსნარითა და
სველი ხელსახოცებით ტელეფონის წმენდა მიზანშეწონილი არ არის. საოჯახო ქიმიაში ხშრად შედის აგრესიული ნივთიერებები, რომელთაც ძალიან თავისუფლად შეუძლია თქვენი ტელეფონის ეკრანის დაზიანება და ასევე, ის ქიმია თქვენს ხელზეც დარჩება.
ასევე არ შეიძლება ტელეფონის ფენით გაშრობა, ამ მეთოდს ბევრი ადამიანი მიმართავს ხოლმე, მისი ნიშადურის სპირტით, წყალბადის ზეჟანგით, ქლორით და ასევე საჭმელი სოდით გაწმენდა.
ტელეფონის სადეზინფექციოდ თქვენ დაგჭირდებათ:
წმენდის დროს ეცადეთ, ტელეფონი ძალიან არ დაასველოთ.
როგორ გავწმინდოთ სმარტფონი
მოხსენით ყველა აქსესუარი და გამორთეთ ტელეფონი. მოაშორეთ დამცავი ბუდე, ის ცალკე გაასუფთავეთ. ჩაასხით პულევიზატორიან ბოთლში გამოხდილი წყალი და 70 %-იანი სპირტი პროპორციით 1:1-ზე.
მნიშვნელოვანია გამოხდილი წყლის გამოყენება, რადგან გამდინარე წყალი შესაძლოა შეიცავდეს გარკვეულ მინერალებს, რომელმაც შესაძლოა ტელეფონის ეკრანი დააზიანოს.
დაასველეთ ამ ნაზავით მიკროფიბრის ქსოვილი ისე, რომ იყოს ნამიანი. სითხის ტელეფონზე შესხმა არ შეიძლება.
ნამიანი ქსოვილით ტელეფონი ორივე მხრიდან საგულდაგულოდ გაწმინდეთ. წვრილი დეტალების გასაწმენდად ბამბის ჩხირები გამოიყენეთ.
და ბოლოს, ტელეფონი ჰაერზე გააშრეთ არანაკლებ 15 წუთისა.
ამ პროცედურის ჩატარება სულ მცირე, კვირაში ერთხელ არის აუცილებელი.
ტელეფონთან ერთად აუცილებელი ტელეფონების აქსესუარებისა და ბუდის გაწმენდაც. ყველაზე ადვილი სილიკონის ბუდის გასუფთავებაა, ის უბრალოდ თბილ წყალში შეიძლება გაივლოს.
ასევე შეგიძლიათ ბუდე ყოველდღიურად დაამუშავოთ წყალში გახსნილი სამედიცინო სპირტით.
მობილური ტელეფონი ადამიანის ხელთ არსებულ საგნათა შორის ყველაზე ჭუჭყიან ნივთად მიიჩნევა. ეს არ გახლავთ მხოლოდ მოსაზრება. მეცნიერებმა ამასთან დაკავშირებით კველევბი ჩაატარეს და დაამტკიცეს, რომ გარდა მტვრისა და ჭუჭყისა, სმარტფონზე ძალიან ხშირად შეინიშნება სხვადასხვა პარაზიტის, ფეკალიებისა და სიცოცხლისათვის საშიში ბაქტერიების კვალი. ყველაფერი ეს იძლევა იმის საბაბს, რომ სასწრაფოდ მოვკიდოთ ხელი ჩვენს ტელეფონებს და საფუძვლიანად გავასუფთავოთ, თანაც, ყოველდღიურად. ხოლო მის გენერალურ წმენდას კვირაში ერთხელ გირჩევთ და გასწავლით, როგორ უნდა გააკეთოთ ეს ისე, რომ არც ტელეფონი დააზიანოთ და სასურველი შედეგიც მიიღოთ.
გავრცელებული აზრის მიუხედავად, ფანჯრების საწმენდი ხსნარითა და
ასევე არ შეიძლება ტელეფონის ფენით გაშრობა, ამ მეთოდს ბევრი ადამიანი მიმართავს ხოლმე, მისი ნიშადურის სპირტით, წყალბადის ზეჟანგით, ქლორით და ასევე საჭმელი სოდით გაწმენდა.
ტელეფონის სადეზინფექციოდ თქვენ დაგჭირდებათ:
- გამოხდილი წყალი
- 70 %-იანი სპირტი
- პულევიზატორი
- მიკროფიბრის ქსოვილი
- ბამბის ჩხირები