საძინებელი შესასვლელი კარიდან მაქსიმალურად მოშორებული უნდა იყოს - აღმოსავლური სახლების თავისებურებები

ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა - ეს არის აღმოსავლელი ხალხის მთავარი დევიზი. ისინი დიდ პატივს სცემენ ტრადიციებს, რომლის მიხედვითაც სტუმარი ძალიან ძვირფასია, თუმცა პირადი სივრცე მათთვის ხელშეუხებელია.
სახლებიც ისე აქვთ მოწყობილი, რომ დიასახლსს საკუთარი სივრცე აუცილებლად უნდა ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, დიდი სახლის ფართი თუ არა.

ოთახები ისეა განლაგებული, რომ საძინებელი შესასვლელი კარიდან მაქსიმალურად მოშორებული უნდა იყოს, მისაღები კი ახლოს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღმოსავლეთის ქვეყნებში ძალიან დიდ პატივს სცემენ პირად სივრცეს, სასურველია მამაკაცსაც ჰქონდეს საკუთარი სივრცე, თუ ფართობი ამის საშუალებას იძლევა.

ძალიან
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფარდებს ფანჯარაზე. ეს აქსესუარი აღიქმება არა მარტო როგორც დეკორატიული ელემენტი, არამედ საშუალება, რომელიც ოჯახის წევრებს უცხო, ზედმეტი თვალისგან დაიცავს.

ამიტომაც აქ სახლებში შეხვდებით ფარდებს, რომელიც ზოგჯერ ხელოვნების ნამდვილ ნიმუშს წარმოადგენს. აქტუალურია ასევე ფერადი ჟალუზები. ერთი სიტყვით, მისაღებია ყველა საშუალება, რა თქმა უნდა, ესთეტიურად ლამაზი, რომ ფანჯარაში შეხედვა დააბრკოლოს.
სამზარეულო აუცილებლად უნდა იყოს მოხერხებული, კომფორტული, თუმცა არა ზედმეტად გაფორმებული დეკორატიული ელემენტებით. აღმოსავლური ქვეყნების მკვიდრთ მიაჩნიათ, რომ საკვები მხოლოდ საარსებო წყაროა, ამიტომ მასზე და მის მომზადებაზე ყურადღების ზედმეტად გამახვილება არ ღირს.

რაც შეეხება ჰიგიენას, დასავლეთისგან განსხვავებით, აქ არავინ ხმარობს ე.წ. ტუალეტის ქაღალდს, აქ წყლით სარგებლობენ და თვლიან, რომ წყალი ბევრად ეფექტურად აგვარებს ამ პრობლემას, ვიდრე ნებისმიერი ქაღალდი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები