"ფოტოწიგნი“ - საუკეთესო საახალწლო საჩუქარი ყველაზე ძვირფასი ადამიანებისთვის

ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე ორ თვე­ზე ნაკ­ლე­ბი დარ­ჩა. პან­დე­მი­ის გამო 2020 წელი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. დიდი ადა­მი­ა­ნუ­რი და­ნა­კარ­გი, პა­ნი­კა და გა­ურ­კვევ­ლო­ბა, სახ­ლში დარ­ჩე­ნი­ლი მსოფ­ლიო - 2020 ამ ყვე­ლაფ­რით ნამ­დვი­ლად დიდ­ხანს გვე­მახ­სოვ­რე­ბა.

რაც უნდა იყოს, წინ უნდა ვი­ყუ­როთ. პან­დე­მი­ამ ბევ­რი რამ გვას­წავ­ლა და ბევრ რა­მე­ზე დაგ­ვა­ფიქ­რა. ჯან­დაც­ვის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და სხვა სექ­ტო­რებ­ზე ახლა არ შევ­ჩერ­დე­ბით... მა­შინ, რო­დე­საც მთე­ლი მსოფ­ლიო სახ­ლებ­ში იყო გა­მო­კე­ტი­ლი, ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში გარ­დამ­ტე­ხი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და. ერთ-ერთი მთა­ვა­რი, რაც და­ვი­ნა­ხეთ, ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბაა.

რისი და­ფა­სე­ბა გვას­წავ­ლა პან­დე­მი­ამ?
პან­დე­მი­ის გამო უფრო მე­ტად და­ვა­ფა­სეთ
ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც აქამ­დე ყუ­რა­დღე­ბას ნაკ­ლე­ბად ვაქ­ცევ­დით და ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იყო - პი­რის­პირ კო­მუ­ნი­კა­ცია, ჩა­ხუ­ტე­ბა, უშუ­ა­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. როცა ეს ყვე­ლა­ფე­რი გაკ­ლია, და­ნაკ­ლი­სის შევ­სე­ბას მო­გო­ნე­ბე­ბით ცდი­ლობ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მუდ­მი­ვად ვრცელ­დე­ბო­და და ვრცელ­დე­ბა გა­სუ­ლი წლე­ბის ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ პე­რი­ოდს გვახ­სე­ნებს, როცა ჯერ კი­დევ არ არ­სე­ბობ­და პან­დე­მია.ასე რომ, ერთ-ერთი მთა­ვა­რი, რაც პან­დე­მი­ამ გვას­წავ­ლა, ცო­ცხა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ფა­სე­ბაა. ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი კი ყვე­ლა­ზე უკეთ ინა­ხავს მო­გო­ნე­ბებ­სა და ემო­ცი­ას!


რა ვა­ჩუ­ქოთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ახალ წელს?
ნათ­ქვა­მია, რომ ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რი ის დროა, რო­მელ­საც ერ­თმა­ნეთს ვუთ­მობთ. ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო და სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტე­ბი კი რამ უნდა აღ­ბეჭ­დოს სა­უ­კე­თე­სოდ, თუ არა ფო­ტომ და რამ უნდა შე­ი­ნა­ხოს სა­უ­კე­თე­სოდ, თუ არა ფო­ტო­წიგნ­მა!

ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბი­თა და სა­ხა­ლი­სო წარ­წე­რე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი ფო­ტო­წიგ­ნი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია პან­დე­მი­უ­რი ახა­ლი წლის­თვის, რად­გან იმ დროს გვახ­სე­ნებს, რო­მელ­მაც წარ­სულ­ში გაგ­ვა­ბედ­ნი­ე­რა და პან­დე­მი­ის შემ­დე­გაც აუ­ცი­ლებ­ლად გა­მე­ორ­დე­ბა. ფო­ტო­წიგ­ნის ყო­ვე­ლი ახა­ლი გვერ­დის გა­და­ფურცვლის შემ­დეგ მო­გო­ნე­ბე­ბი გა­ცო­ცხლდე­ბა და იმ ადა­მი­ა­ნებს გაგ­ვახ­სე­ნებს, ვი­საც მო­გო­ნე­ბე­ბი უკავ­შირ­დე­ბა.

რა­ტომ არის ფო­ტო­წიგ­ნი სა­უ­კე­თე­სო სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუ­ქა­რი?
ფო­ტო­წიგ­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ ალ­ბომ­თან შე­და­რე­ბით ის არის, რომ მის დი­ზა­ინს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე თქვენ ირ­ჩევთ. ეს იმას ნიშ­ნავთ, რომ­ვებგ­ვერ­დზე http://photobooks.ge/ შეს­ვლის შემ­დეგ აი­ღებთ სა­სურ­ვე­ლი ფო­ტო­წიგ­ნის შაბ­ლონს, არ­ჩევთ ფერს, გა­ფორ­მე­ბას, ნა­ხა­ტებს. რაც მთა­ვა­რია, მო­წყო­ბი­ლო­ბი­დან­ვე ატ­ვირ­თავთ იმ ფო­ტო­ებს, რომ­ლე­ბიც ფო­ტო­წიგ­ნის­თვის შე­არ­ჩი­ეთ და მათ თქვენ­თვის სა­სურ­ველ ად­გილს მი­უ­ჩენთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ფო­ტო­ე­ბის გარ­და წარ­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბაც შე­გიძ­ლი­ათ. მხი­ა­რუ­ლი თუ რო­მან­ტი­კუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი ნამ­დვი­ლად გახ­დე­ბა ად­რე­სა­ტის ღი­მი­ლის მი­ზე­ზი.

ფო­ტო­წიგნს შეკ­ვე­თი­დან 2-3 დღე­ში და­გიმ­ზა­დე­ბენ და სა­სურ­ველ მი­სა­მარ­თზეც მო­გი­ტა­ნენ. თუ სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო თა­ვად ვერ ახერ­ხებთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან მის­ვლას, შე­გიძ­ლი­ათ მისი მი­სა­მარ­თი მი­უ­თი­თოთ.

ფო­ტო­წიგ­ნი უნი­ვერ­სა­ლუ­რი სა­ჩუ­ქა­რია. იგი ერ­თნა­ი­რად ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის, სქე­სი­სა თუ ინ­ტე­რე­სე­ბის ადა­მი­ა­ნის­თვის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები