„ცხოვრებაში, რამდენჯერაც პროფესიის შეცვლა გადავწყვიტე, ხელოვნების სფეროს გვერდი ვერც ერთხელ ავუარე. მივხვდი, რომ ეს არის მთავარი მამოძრავებელი, სასიცოცხლო ძალა, რომელთან ყოფნაც ბედნიერებაა და რთულიც“ - გვეუბნება ნათია ბერიძე, ადამიანი, რომელსაც ხელოვნება უზომოდ უყვარს. ამასთან, ამ საინტერესო გოგონას ზოგადოებისთვის წარდგენა რამდენიმე მიმართულებით შეიძლება, მაგრამ მისი ფოტოპროექტი მაინც გამორჩეულად მნიშვნელოვანი მგონია. ნათია ბერიძე იმ ადგილების მოძიებითაა დაინტერესებული, სადაც სხვადასხვა დროს ამა თუ იმ ქართული ფილმის ესა თუ ის ეპიზოდია გადაღებული. პოვნის შემდეგ კი ძველსა და ახალ კადრებს შესადარებლად აჯგუფებს, რომ ფილმში ასახული
ადგილების დღევანდელი მდგომარეობა გვაჩვენოს. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მაგრამ ჩვენი რესპონდენტი ამ ყველაფერს დიდი ინტერესით და მონდომებით აკეთებს.
„ქართულ კინოფილმებთან დაკავშირებული ფოტოებისა, თუ სხვა საინატერესო მასალების მოძიება-შეგროვება ბებიასგან მომყვება - ის აგროვებდა იმ პერიოდში გამოცემულ ჟურნალ-გაზეთებს, ღია ბარათებს და ყველაფერს, რაც ქართულ ფილმსა და მსახიობებს უკავშირდებოდა. ამიტომ, ქართული კინო და თეატრი ჩვენი ოჯახის დიდი სიყვარულია. წლების შემდეგ მეც გამიჩნდა სურვილი, ბებოს არქივის მნიშვნელოვნად გასამდიდრებლად, ეს საქმე გამეგრძელებინა... 15 წელზე მეტია, ვაგროვებ ნებისმიერ მასალას, იქნება ეს პრესა, კინოაფიშები, თუ ფოტოები. ხშირად დავდივარ ძველ თბილისში და ვიღებ უძველესსა და უნიკალურ შენობა-ნაგებობებს, ქუჩებსა და ეზოებს, ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც ძველ თბილისსა და მის ესთეტიკურ ფენომენს უკავშირდება. ქართულ კინოფილმებში გადაღებული ესა თუ ის ადგილიც ასე ვიპოვე, ზოგი დაგეგმილად, უმეტესობა კი - სპონტანურად. წარმოიდგინეთ, შედიხარ თითქოს ჩვეულებრივ თბილისურ ეზოში, მაგრამ სახლის კიბის დანახვისთანავე ხვდები, რომ გასულ საუკუნეში თენგიზ აბულაძე ფილმს: „სხვისი შვილები“ იღებდა. ზოგადად, ქართულ კინოში თბილისი, მისი ეთნოსოციალური და მულტიკულტურული სივრცით, მნიშვნელოვან პერსონაჟად მიმაჩნია. ის არაერთ კინორეჟისორს შემოქმედებით იმპულსს აძლევდა.
- არ არის ადვილი, ასე გულდაგულ იარო და ეძებო ეს ადგილები, მით უფრო, რომ თითოეული ფილმის გადაღებიდან დღემდე რამდენიმე ათწლეულია გასული...
- ნამდვილად რთულია, დიდ დროსა და ენერგიასაც მოითხოვს. ნაპოვნი ადგილების უმეტესობა დღეს საგრძნობლად შეცვლილია, ზოგიერთი მათგანი გადაუდებელ რესტავრაციასაც საჭიროებს, რადგან რამდენიმე წელში შესაძლებელია აღარც იარსებოს... მიხეილ კობახიძის გენიალური ფილმის „ქორწილი“ ყველა ადგილი ვიპოვე და გადავიღე. დარჩენილი მქონდა მხოლოდ სადარბაზოს ეპიზოდები, დიდხანს ვეძებე. შემდეგ ამ სახლში მცხოვრები ქალბატონი დამიკავშირდა და მიმასპინძლა. უძველესი სახლის ისტორიასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ამბებიც მიამბო. განსაკუთრებით ის მახარებს ხოლმე, როცა ეზოს გადასაღებად შევდივარ და მეუბნებიან - „იცით, ჩვენს ეზოშია გადაღებილი „ვერის უბნის მელოდიები“, ან „დღე უკანასკნელი დღე პირველი“, „ფეოლა“, „ჩვენი ეზო“ და ა.შ.
- გადაღებას როგორ გეგმავ, ფილმში ირჩევ ადგილებს და მერე მიდიხარ მათ მოსაძებნად?
- ხან როგორ, ხან - როგორ... მაგალითად: თემურ ფალავანდიშვილთან როცა ვსწავლობდი (მოგეხსენებათ „მზე შემოდგომისა“ ბატონი თემურის ფილმია), ხშირად ვსაუბრობდით ფილმის გადაღებებთან დაკავშირებით. მაშინ მითხრა იმ სახლის მისამართი, ფილმის მთავარი გმირები საცხოვრებლად რომ გადადიან. ასევე ძალიან მაინტერესებდა და ვეძებდი თენგიზ აბულაძის ფილმის „მონანიება“ - ფინალურ კადრს, სადაც დიდი ვერიკო ანჯაფარიძის გმირი მიდის, მერე დახმარება მერაბ ნინიძეს ვთხოვე და ვნახეთ კიდეც, სადაც ფოტოებიც გადავიღეთ. ქალბატონი მაგდა მჭედლიძის დახმარებით მოვძებნე სახლის ეზო, სადაც ჩემი უსაყვარლესი რეჟისორი ნანა მჭედლიძე არაჩვეულებრივ ფილმს - „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ იღებდა. მაგალითად, როდესაც სახლს და ზოგადად უბანს ვეძებდი, სადაც „ღიმილის ბიჭებია“ გადაღებული და მთაწმინდაზე სახლთან ერთად, კედელზე ფილმის პერსონაჟთა სახელებით წარწერა აღმოვაჩინე. მართალია ცუდად იკითხება (გადაღებიდან 50 წელია გასული და ბუნებრივია), მაგრამ ეს ისტორიული ფაქტი ჯერ კიდევ არსებობს... მოკლედ, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს იმ დგილების პოვნა, სადაც ჩვენი ძვირფასი რეჟისორები დაუვიწყარ ფილმებს იღებდნენ. დღესდღეობით ათობით ფილმის ადგილი მაქვს ნაპოვნი და არამარტო თბილისში. განაგრძეთ კითხვა