"უკვე შევიქმენი სადღესასწაულო გარემო... ვთიშავ ტელევიზორს..." - ერთი მრავალშვილიანი დედის გადაწყვეტილება და საახალწლოდ ნოემბერში მორთული სახლი

ახალ წლამდე ჯერ ლამის თვე-ნახევარია, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ნოემბრიდან უკვე იწყებენ საახალწლო განწყობის შექმნას, მზადებას და ნაძვის ხის მორთვასაც კი. მერე კი ლამის თებერვლამდე დღეებს ამ ბრწყინვალებაში ატარებენ.

მერი ბლიაძე ჟურნალისტი და სამი შვილის დედაა, რომელმაც გადაწყვიტა, ეს ნაცრისფერი და ბევრი მიზეზის გამო არც ისე პოზიტიური დღეები გაეფერადებინა თავისი ოჯახისთვის და დღეს ნაძვის ხეც ააწყო და სახლიც ააკაშკაშა:

"ჩემზე სულსწრაფი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია. უკვე შევიქმენი სადღესასწაულო გარემო. ვთიშავ ტელევიზორს, ვაუქმებ საინფორმაციო სააგენტოების გამოწერებს. ქვეყანას მე ვერ გამოვასწორებ და
ნერვები რაღას მოვიშალო. ორკვირიანი შვებულება დაუვიწყარ მოგონებად უნდა ვაქციო", - ამბობს მერი.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები