გასულ საუკუნეში, 1919 წლის დეკემბრის მიწურულს ერთი თბილისური სარდაფი პარიზულ კაფედ იქცა, სადაც დუდუკისა და არღნის ტკბილ ჰანგებს, პოეტური სტროფები და მგზნებარე შეძახილები ერწყმოდა. ეს იყო „არტისტული საზოგადოების“ თეატრის შენობაში (რუსთაველის სახელობის თეატრის ქვედა ფოიე) მოთავსებული კაფე „ქიმერიონი“. სახელი აღებულია ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსიდან. სივრცე დაყოფილი იყო რამდენიმე ნაწილად: ცენტრალური დარბაზი თეატრალური წარმოდგენების, კონცერტების და სხვა ღონისძიებებისთვის იყო განსაზღვრული, აქვე მდებარეობდა სცენაც. არსებობდა მცირე ოთახებიც, სადაც ლიტერატურული საღამოები, მწერალთა სხდომები
და დისკუსიები იმართებოდა. იყო ადგილები, სადაც მოილხენდნენ და ქეიფობდნენ. „ქიმერიონი“ მწერლებმა და მხატვრებმა დაარქვეს ყოფილ რესტორანს - „ანონა“ .
დავით კასრაძე წერდა: „მართლაც მიზანშეწონილია ეს სახელი - „ქიმერიონი“. მობრძანდით, დარწმუნდებით. ყოველი წერტილი რესტორნის შესასვლელისა თუ ჭერ-კედლების, ახალი მხატვრობით არის მოფენილი. მე არ ვკითხულობ, ვის კალამს ეკუთვნის თითოეული ხაზი ამ მოხატულობათა, ეს კია, რომ მხატვრებს ჯადოსნური ფანტაზია გადაუტყორცნიათ დროსა და სივრცის მიმოხლართულ უფსკრულებისკენ... აგერ, მე ისევ შესასვლელში ვარ. ვუმზერ და ვტკბები, ვტკბები და ვიკარგები...“.
„ალბათ მთელს ქვეყანაზე არ არის კაფე, რომელიც იტევდეს იმდენ შთაგონებას და შემოქმედებას, როგორც „ქიმერიონი“, - ტიციან ტაბიძე.
ლადო გუდიაშვილი იხსენებდა: „გიორგი ლეონიძეს აქ ქორწილი გადაუხდია. მთელი ღამე ლექსების კითხვა ისმოდა, სუფრა სანოვაგით ვერ ბრწყინავდა, მაგრამ ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს, ეფიცებოდნენ ერთმანეთს ძმობას და ასე გრძელდებოდა დილამდე“.
კაფე იხატებოდა 1919 წელს. ლადო გუდიაშვილი წერდა: „კაფესთვის რომ მეტი ეშხი და სილამაზე მიგვეცა, გადავწყვიტეთ მისი კედლები ფრესკული პრინციპით მოგვეხატა. იმ ხანებში თბილისში იმყოფებოდა ცნობილი რუსი მხატვარი სერგეი სუდეიკინი. ის ჩვენთან ერთად ატარებდა მთელ დღეებს. პაოლოს ინიციატივით „ქიმერიონის“ მოხატვაში სუდეიკინმაც დიდი მონაწილეობა მიიღო...მოხატა კაფეში ჩასასვლელი კიბის მარცხენა მხარე. მისი თემა იყო ქართველი პოეტები და ეპიზოდები ძველი თბილისის ცხოვრებიდან. დახატა თავისი ავტოპორტრეტიც. ყველამ გატაცებით დაიწყო მუშაობა. მოპირდაპირე კედელზე მე დავხატე „სტეპკოს დუქანი“ და „დარაჯი მელა“. დარბაზის შიდა კედელი დაფარული იყო დავით კაკაბაძის ნახატებით, რომელთაც საერთო თემა ჰქონდათ - გაზაფხული. დანარჩენი კედლები მოხატეს კირილე ზდანევიჩმა, მამა-შვილმა მოსე და ირაკლი თოიძეებმა და პოლონელმა მხატვარმა ზიგმუნდ ვალიშევსკიმ“.
ჟურნალ „ხათაბალას“ 1920 წლის გამოცემაში ვკითხულობთ: „29 თებერვალს „ქიმერიონში“ გაიხსნა ქართველ მწერალთა II ყრილობა... მთელი დარბაზი ერთ დიდ მხიარულებას წარმოადგენდა, ყველაფერი იცინოდა, ყველას სახე უღიმოდა. საცოდავი პატარა ქიმერებიც კედლებიდან ჩამოცოცებულიყვნენ და სიხარულისაგან კბილებდაკრეჭილნი მისჩერებოდნენ მწერლებს...“.
ამონაწერები საგაზეთო განცხადებებიდან:
„ქიმერიონი“ დღეს - ბალეტის დიდი საღამო. ცეკვები სცენაზე, ცეკვები პუბლიკაში საუკეთესო საბალეტო ძალების მონაწილეობით.
ქართული საღამო „ქიმერიონში“ - 1. ღალატი 2. გუდიაშვილის ქალაქგარეთ გაცოცხლებული სურათი. მონაწილეონენ: ვ.ანჯაფარიძე, ბ.გამრეკელი, ს.ერისთავი, მ.გელოვანი, ა.ვასაძე, ს.ეპიტაშვილი მ.ჭიაურელი, შ.ღამბაშიძე და სხვები. დადგმა კ.ანდრონიკაშვილის.
„ქიმერიონის“ პატარა დარბაზში ოთხშაფათობით სდგება ესთეტიკური საღამოები, მხოლოდ პოეტებისთვის. მოხსენება წაიკითხა ტ.ტაბიძემ „ჩვენი სეზონი“, სიტყვები წარმოთქვეს: გრ.რობაქიძემ, პ.იაშვილმა; ლექსები წაიკითხეს: ვ.გაფრინდაშვილმა და სხვა ახალგაზრდა პოეტებმა. შემდეგი მოხსენება დანიშნულია გ.ლეონიძის „ყანწელების ჰერალდიკა“ და შ.აფხაიძის „ყანწელების პროფილები“.
კოლაუ ნადირაძის მოგონება: „კაფე „ქიმერიონი“ ჩვენი თავშეყრის უსაყვარლესი ადგილი იყო. თითქმის ყოველ საღამოს ვიკრიბებოდით მწერლები, მსახიობები, მხატვრები, მუსიკოსები... აქვე უკრავდა რუმინელი მევიოლინე ჟანგულესკუ. ვკითხულობდით ლექსებს, ვმღეროდით, ვკამათობდით, ცოტ-ცოტას ვსვამდით კიდეც. სხვათა შორის, გვქონდა საკუთარი ჰიმნისმაგვარი ორიგინალური სიმღერაც. „ქიმერიონის“ იმჟამინდელი პატრონი მაჩაბელი კარგად კი გვიმასპინძლდებოდა, მაგრამ საკმაოდ ძვირსაც გვახდევინებდა... ასე შეიქმნა ე.წ. ჰიმნიც. ყოველ საღამოს წავიმღერებდით: იაშვილი ლექსებს ამბობს, / მაჩაბელი ტყავს გვაძრობს... / ჟანგულესკუს ჭირიმე, / ჟანგულესკუს ჭი-რი-მე...“.
1920 წლის ოქტომბრის მიწურულს აქ მოეწყო ბოლო საღამო-კონცერტი „კაბარე“, ხოლო 1920 წლის ბოლოს ლიტერატურულმა კაფე-კლუბმა „ქიმერიონმა“ არსებობა შეწყვიტა. 1920 წლის დეკემბერში ყოფილი კაფეს დარბაზში ჩვეულებრივი რესტორანი იხსნება, რომელსაც ჯერ კიდევ „ქიმერიონს“ უწოდებენ, მაგრამ მას აღარაფერი აქვს საერთო ძველ ლიტერატორთა კაფე-კლუბთან. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ „ქიმერიონი“ ერთხანს ტ.ტაბიძემ და ნ.მიწიშვილმა აიღეს იჯარით. ისინი სამწერლო საღამოებს აწყობდნენ. 1922 წელს ეს ადგილი განათლების კომისარიატს გადაეცა, მაგრამ ვერ იმუშავა და მალე დაიხურა კიდეც. კაფეს კედლები გადაიღება, დარბაზი ფოიედ გადაიქცა და თბილისური არტისტულ-ბოჰემური ცხოვრების ბოლო თავშესაფარი უკვალოდ გაქრა.
ბელა ჭუმბურიძე, რუსთაველის თეატრის მუზეუმის გამგე: „ქიმერიონის“ ფრესკებზე სრულიად განსხვავებული სტილისა და ხელწერის მხატვრებმა იმუშავეს. თუმცა მათ, საერთო ხედვით შეკრეს სივრცე, რომლის ძირითადი თემაა ქალი-მუზა (ქალის განდიდება და თაყვანისცემა). აქ იყო ნიშაში მოთავსებული თეატრალური მუზა - უცნაური ქალი კონუსისებრი თავსაბურით, ცხენზე ამხედრებულ ქალი, „ოსტატი და მუზა“... ფრესკული ნამუშევრების სრული განადგურება შემთხვევით არ მომხდარა. 1937 წელს, როცა დაიჭირეს ტიციანი, პაოლო იაშვილმა დაპატიმრებას დაასწრო და მწერალთა კავშირში თავი მოიკლა...დაიწყო რეპრესიები და სწორედ მაშინ, ბრძანა საბჭოთა მთავრობამ, რომ ფრესკები გადაეღებათ.
მათი აღდგენა გასული საუკუნის 80-იან, კერძოდ 1981-1986 წლებში მოხდა, როცა მიმდინარეობდა რუსთაველის თეატრის რეკონსტრუქცია. ამ უზარმაზარ, მამულიშვილურ და საშვილიშვილო საქმეს, მხატვარ-რესტავრატორი ამირან გოგლიძე ხელმძღვანელობდა. მან თავის სტუდენტებთან, კოლეგებთან ერთად იმუშავა წლების მანძილზე და მისი წყალობით დაიბრუნა სახე ამ სივრცემ. სამწუხაროდ, მხოლოდ ნაწილობრივ და ფრაგმენტულად, რადგან ფრესკები ბარბაროსულად იყო დაზიანებული. ზოგიერთი მხატვრის, მაგალითად ვალიშევსკის, ზდანევიჩის ფრესკული ნამუშევრები, გუდიაშვილის „დარაჯი მელა“ აღარ არსებობს... ის, რისი საშუალებაც მისცა ცხრაჯერ გადაღებილმა ფრესკებმა ამირან გოგლიძეს, მან სრულად გამოიყენა და აღადგინა. თითოეული ფენა ფრთხილად, ნელ-ნელა იწმინდებოდა, ეს არის ფილიგრანული ნამუშევარი. მან დაგვიბრუნა ჩვენი უნიკალური წარსული. თეატრში ხშირად მოდიან უცხოელი სტუმრები და ისინი გაოცებულები არიან ფრესკების მხატვრობითა და მრავალფეროვნებით. წარმოიდგინეთ, იტალიელებსაც რომ გააკვირვებ! თეატრში მოსულ მაყურებელს, აღდგენილი ფრესკების საშუალებით, ნაწილობრივ მაინც აქვს წარმოდგენა, რა იქნებოდა თავის დროზე.
შარშან „ქიმერიონის“ დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად, სიმბოლურად ამ სივრცეში ალბომის - „რუსთაველის თეატრის სცენოგრაფია 1950-2000 წლები“ პრეზენტაცია მოვაწყეთ. შეიკრიბნენ მხატვრები, მსახიობები, მწერლები და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ იმათი სახელები, ვინც ეს კულტურული სივრცე შექმნა.
ფოტოების ნაწილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეკუთვნის.
ნანული ზოტიკიშვილი