შობამდე ლამის ერთი თვით ადრე აშშ-ის პირველმა ლედიმ დაასრულა მზადება ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულისთვის. 50 წლის მელანია ტრამპმა ბოლოკერ მორთო პრეზიდენტის რეზიდენცია. რასაკვირველია, მას ეხმარებოდნენ პროფესიონალი დეკორატორები, თუმცა ბოლო სიტყვა სწორედ მას ეკუთვნის ხოლმე.
ზოგიერთი სივრცის დეკორში წითელი ჭარბობს, სხვაგან - ვერცხლისფერი.
"წელიწადის ამ განსაკუთრებულ დროს გიზიარებთ "მშვენიერ ამერიკას" (სწორედ ასე უწოდეს წელს საშობაო თემას თეთრ სახლში - რედ.). პატივს მივაგებ ჩვენს დიდებულ ერს. ერთად ვცემთ პატივს ამ მიწას, რომელსაც სიამაყით ვუწოდებთ ჩვენს სახლს", - დაწერა მელანიამ სოციალურ ქსელში.